ხუთშაბათი, 2024-05-02, 11:58 AM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 19 » გუსტავ კურბე
9:01 PM
გუსტავ კურბე
რეალიზმისათვის მებრძოლმა, თავისუფლების მომღერალმა კურბემ, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა, მის მიღებაზე მტკიცე უარი განაცხადა და თავისი პროტესტი შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: ”მე 50 წლისა ვარ და ყოველთვის თავისუფლად ვცხოვრობდი. ნება მიბოძეთ, თავისუფლადვე დავამთავრო მე ჩემი არსება, როდესაც მე მოვკვდები ჩემზე უნდა თქვან: იგი არასოდეს არ ეკუთვნოდა არცერთ სკოლას, არცერთ ეკლესიას, არცერთ დაწესებულებას და განსაკუთრებით, არცერთ რეჟიმს, გარდა თავისუფლების რეჟიმისა.”

ასეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ კაცობრიობის უკეთეს მომავალზე ოცნებობდა, ვერ გაემიჯნებოდა მას და მასთან ერთად იქნებოდა ყოველ მომენტში. სწორედ, მისი ასეთი განწყობა იყო იმის საწინდარი, რომ მან მოლბერტთან ჯდომას ბარიკადებზე დგომა არჩია და პარიზის კომუნარების გვერდით იბრძოდა. ხალხის წრიდან გამოსულს, ხალხისათვის არასოდეს არ უღალატია!. გუსტავ კურბე დაიბადა 1819 წლის 10 ივნისს, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ორნანში. მამამისი შეძლებული გლეხი - მევენახე იყო. აღსანიშნავია, რომ ოჯახი მეგობრულად ცხოვრობდა. ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა პაპა ანტუანმა, - 1789-74 წლების რევოლუციის აქტიურმა მონაწილემ, ძველმა რესპუბლიკელმა და ათეისტმა. ახლობლები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ იგი ფერმწერი გახდებოდა. ოჯახში ის ერთადერთი ვაჟი იყო. სამი და ჰყავდა: ზოე, ზელი და ჯულიეტი. მისი ოჯახი არ გამოირჩეოდა მრავალმხრივი ინტერესით და არც ხედვის დიდი უნარი ჰქონდა. მამას კითხვა უყვარდა, განსაკუთრებით აგროტექნიკის შესახებ. დედა და დები ფლეიტაზე, გიტარასა და პიანინოზე უკრავდნენ. მთელი ოჯახი ხალხურ სიმღერებს მღეროდა. დედა და მამა მთელ დროს შრომაში ატარებდნენ. რეჟი კურბე ხშირად დადიოდა ორნანსა და ფლაჟეს შორის, სადაც შთამომავლობით გადაცემული სახლი და მიწა ჰქონდათ. ამ ოჯახს კარგად ესმოდა , რომ წარმატება დიდი შრომის შედეგი იყო და ცდილობდნენ ეს აზრი შვილებვისთვისაც გაეთავისებინათ. პატარა გუსტავი ჯანმრთელი და ლამაზი ბავშვი იყო. მან 21 წლამდე ორნანში იცხოვრა, ტკბებოდა მისი ბუნებითა და მდინარე ლუს ხეობით.

სახლი ორნანში



გუსტავს სწავლა ძალიან ეზარებოდა. მის თავში მათემატიკა, ლათინური და ბერძნული არაფრით არ შედიოდა. სხვაგვარად იყო საქმე ხატვაში. მართალია, მისი ხატვის მასწავლებელი, კ. ა. ბო, დიდი ტალანტით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კარგი პედაგოგი იყო. თავის მოსწავლეებს ნატურიდან ხატვას ასწავლიდა. კურბეს მუზეუმში ორი ნამუშევარი ინახება ბოს შესრულებით, რომელიც 1835 წელს შეიქმნა.

1837 წელს მშობლებმა გუსტავ კურბე ბეზანსონის კოლეჯში გააგზავნეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალი გარემო მხატვრის მისწრაფებას შეცვლიდა. მშობლები მას ყოველგვარ პირობებს უქმნიდნენ. მასწავლებელიც კი დაუქირავეს, მაგრამ ერთდერთი, რაშიც იგი იქ ვარჯიშობდა, იყო – ხატვა. ის დადიოდა შ. ა. ფლაჟულოს, რომელიც თავის თავს ”ნახატის მეფეს” უწოდებდა, სამხატვრო სკოლაში. კურბე თავისი მშობლებისაგან არ მალავდა, რომ მხატვრობით იყო გატაცებული. ის ხშიორად გზავნიდა ორნანში ნახატებს. ზოგს ოჯახს უგზავნიდა, ზოგს - მეგობრებს, თავის პირველ მასწავლებელს - მამობილ ბოს. სკოლაში ჩვეულებრივი საგნების სწავლა არ იზიდავდა, არც იურისტობა ხიბლავდა, რომელზედაც მამამისი ოცნებობდა. ამიტომ, რამდენიმე კოლეჯის გამოცვლის შემდეგ იგი პარიზში გააგზავნეს. იქ, XIX საუკუნის ხელოვნების "მექაში”, მან თავისუფლად ამოისუნთქა: დადიოდა მუზეუმებში, სხვაედასხვა სახელოსნოებში (ატელიებში), თავდავიწყებით ხატავდა, ავარჯიშებდა ხელებს და აწრთობდა გონებას. მას ხატვის არცერთი მასწავლებელი არ აკმაყოფილებდა, იგი მხოლოდ საკუთარ ალღოსა და ინტუიციას ენდობოდა, სწავლობდა უშუალოდ ბუნებიდან.

მან ძალები მოსინჯა ლითოგრაფიაშიც, რომელიც იმ ხანად ძალიან იყო გავრცელებული საფრანგეთში. ბევრი ფერმწერი მისდევდა ლითოგრაფიას. ასეთები იყვნენ: ტ. ჟერიკო, ე. დელაკრუა, ჟ. დუპრე და სხვები. გუსტავმა დიდი წარმატებას ვერ მიაღწია ქვაზე კვეთაში. მიუხედავად ამისა, ლითოგრაფიის შესწავლამ მას ინტერესი გაუღვიძა ძალა წიგნის ილუსტრირებაში მოესინჯა. ზოგიერთ მის ნამუშევარში ორივე პედაგოგის გავლენაა: ბოსიც და ფლაჟულოსიც. მაგალითად: მისი ნამუშევარი ”ხიდი მდინარე ლუზე ორნანისაკენ მიმავალი”. (1838)

კურბემ მიმზიდველად და მომხიბვლელად დაასურათა თავისი სემინარიელი მეგობრის, მაქს ბიუშონის, ლექსების კრებული. მაგრამ მას შემდეგ მათ საერთო საქმე აღარ ჰქონიათ, ისინი მხოლოდ მეგობრებად დარჩნენ. ასევე მათი მეგობარი იყო მუსიკოსი ალფონს პრამაინეც. კურბეს პარიზში წასვლა უნდოდა. მამამისი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ცოლის დაჟინებულმა თხოვნამ, გუსტავი კანონების შეასასწავლად პარიზში გაეშვათ. შედეგი გამოიღო. გადაწყდა, რომ მას იქ თავისი ბიძაშვილი მიაქცევდა ყურადღებას. კურბე ძალიან გახარებული იყო ამ გადაწყვეტილებით. კურბე არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო გარემოში იბნეოდნენ. მისი ურთიერთობა ნათესავთან, ბატონ უდოსთან, უცებ გაირკვა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო , რადგან გუსტავმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებდა კანონი და იურიდიული საქმე. ის გაშორდა თავის ნათესავს და ბინა პარიზის ერთ-ერთ რაიონში დაიდო, რომლის ერთგულიც ბოლომდე დარჩა. კურბე პარიზში დარჩა ”პროვინციალად” დარჩა, უკეთ რომ ვთქვათ, მას არ დაუკარგავს სოფლის "არომატი”, იგი, როგორც ნიჭიერი კაცი, ადვილად ითვისებდა ყველაფერ "ქალაქურს”, მაგრამ არ იშორებდა იმას, რაც თავისი კუთხიდან ჩამოჰყვა.

გუსტავ კურბეს სახლ-მუზეუმი ორნანში


ცნობილია, რომ ბევრი ნიჭიერი ხელოვანი, პარიზში, ხელოვნების "მექაში” ჩამოსული, გატაცებული ყველაფერი ახლით, საოცრად მალე ითქვიფება და იცვლის სახეს. კურბე მყარად იდგა საკუთარ ფეხებზე და არაფრით არ შორდებოდა მშობლიურ მხარეს. ის მხარე კი არ ჰგავდა პარიზის შემოგარენს და თვით ბარბიზონსაც კი. იქ ბევრი სიმწვანე, ბევრი ქვა, მდინარე და ჩანჩქერი იყო. იგი პარიზში ბუნებას, თუ სოფლის ყოფას ისევ ძველი მოგონებებით ხატავდა. იგი დროდადრო უბრუნდებოდა თავის კუთხეს და შთაბეჭდილებებს აახლებდა. მას პარიზში თავისი ფრანშ-კონტე ელანდებოდა, ხოლო როგორც კი სოფელში მოხვდებოდა, პარიზისაკენ მიილტვოდა. მას კარგად ესმოდა, რომ პარიზი მაშინდელი მსოფლიოსათვის ხელოვანთა ცენტრი იყო და თუ ახლის თქმა უნდოდა, სწორედ იქიდან უნდა ეთქვა! მაგრამ პარიზშიც ასარჩევი იყო საცხოვრებელი უბანი. მან ბინა ბევრჯერ გამოიცვალა, მაგრამ კვარტალი კი არა: იგი ლათინური კვარტლის მკვიდრი იყო. აქ, ამ კვარტალში, ახალგაზრდები დღედაღამ

მუზეუმის ინტერიერი


კამათობდნენ უკეთეს მომავალზე, საზოგადოების სოციალურ და პოლიტიკურ ძვრებზე. კურბე პარიზის ახალგაზრდობის ცენტრში ტრიალებდა. მისთვის წრე მხოლოდ მხატვრებით არ შემოიფარგლებოდა, იგი მწერლების, პოეტების, ფილოსოფოსების გარშემო ტრიალებდა. ამ წრის შემადგენლობა მეტად ჭრელი იყო და ისინი განსხვავებული გზებით იბრძოდნენ
მუზეუმის ექსტერიერი


პროგრესისათვის. გუსტავ კურბე 1848 წლის ივნისის აჯანყებას თანაუგრძნობს, ეწერება ნაციონალურ გვარდიაში, ხატავს რევოლუციური ჟურნალისათვის თავსართს, მაგრამ საქმე ამის იქით არ მიდის.მხატვარი სახელგანთქმულ პოეტ ბოდლერთან მეგობრობს, თუმცა მათი გზები მალე იყრება. მებრძოლმა ბოდლერმა ცხოვრება მორწმუნედ და რეაქციონერად დაამთავრა, ურწმუნო კურბე კი კომუნარად კვდება. მათი მეგობრობის პერიოდშია დახატული ბოდლერის პორტრეტი. როგორც ავტორი წერდა, ძალიან გაუჭირდა პორტრეტის ხატვა, რადგან პოეტის სახის გამომეტყველება ყოველ მომენტში იცვლებოდაო. მხატვარმა მძიმედ განიცადა აჯანყების დამარცხება და მეგობრების დაპატიმრება. იგი ენე რგიის მოსაკრებად ორნანში გაემგზავრა. ამ ორომტრიალის შემდეგ მას სიმშვიდე და დასვენება სჭირდებოდა. სწორედ იქ, სხავა სურათებთან ერთად, წერს პირველ დიდ ტილოს ”დასვენება ნასადილევს ორნანში”.


1971 წელს კურბე კომუნას მიემხრო. გამარჯვების დღეებში იგი მხარში ედგა მათ. არჩეული იყო კომუნის წევრად და პარიზელ მხატვრებს ოფიციალურად ხელმძღვანელობდა. საბოლოოდ იგი მხატვართა ფედერაციის ხელმძღვანელად აირჩიეს. კომუნის არსებობის პერიოდში მან ერთგვარი მონაწილეობა მიიღო სახელგანთქმულ ვანდობის კოლონის წაქცევაში, რაც მას არ აპატიეს, კომუნის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს და ციხეში კარგა ხნით გამოკეტეს. მისდამი ასეთმა დამოკიდებულებამ მასზე გავლენა მოახდინა . ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი ორნანში მიდის, 1873 წელს კი სამუდამოდ ტოვებს სამშობლოს. საცხოვრებლად იგი შვეიცარიაში გადადის და იქ მუშაობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძველ დიდებას ვეღარ აღწევს. წლების განმავლობაში მას არ სცილდება ვანდობის კოლონის საკითხი, ცდილობს მოიშოროს ეს ბრალდება, წერს სხვადასხვა ინსტანციებში, მაგრამ ამაოდ. შვეიცარიაში ის ბევრს მუსაობს, მაგრამ უკვე ვეღარ ჰქმნის ისეთ ტილოებს, როგორიც ადრე ჰქონდა. ავადმყოფობაც თანდათანობით ერევა და 1877 წელს იგი კვდება. 1915 წელს მისი ნეშტი ორნანში იქნა გადატანილი.. კურბეს შემოქმედებითი გზა სავსე იყო წინააღმდეგობები. მისი სისხლსავსე, მართალი ნახატი რეალიზმის პრინციპებს ავრცელებდა და მომავალიც მას ეკუთვნოდა. დღეს, როდესაც წარსულს გადავხედავთ, XIX ს. მხატვართა ფონზე კურბე ტიტანად მოჩანს.

 
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 1579 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0