ხუთშაბათი, 2024-05-02, 5:20 AM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20 » ივანე შიშკინი
1:08 PM
ივანე შიშკინი
ივანე შიშკინი დაიბადა 1832წ 13 იანვარს ქალაქ ელაბურგაში ვიატსკის შიშკინებისგვარიდან იყო. მისი მამა ვაჭარი იყო. ივანე 12 წლის იყო, როდესაც კაზანის პირველ გიმნაზიაში ჩაირიცხა,მაგრამ 5-ე კლასის დამთავრების შემდეგ, გიმნაზია მიატოვა და მოსკოვის ფერწერისადა ხუროთმოძღვრების სასწავლებელში გადავიდა.კურსის დამთავრების შემდეგ 1857წლიდან განათლება განაგრძო პეტერბურგის სამხატრო აკადემიაში,სადაც პროფესორ ვორობიოვის მოსწავლედ ირიცხებოდა. აკადემიაში სწავლის პირველ წლიდანვე მას მიენიჭა ორი მცირე ვერცხლის მედალი სანკ-პეტერბურგის ირგვლივ ხედების შესრულებისათვის 1858 წელს მიიღო დიდი ვერცხლის მედალი ვალაამის ხედისათვის. 1859 წელს მიიღო მცირე ოქროს მედალი სანქტ–პეტერბურგის გარე მდებარე პეიზაჟისათვის და 1860 წელს დიდი ოქროს მედალი ვალაამზე მდებარე კუკოს ორი ხედისთვის. ამ ჯილდოსთან ერთად მან მოიპოვა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება აკადემიის პენსიონერის სახით. 1861 წელს ის გაემგზავრა მიუნხენში, სადაც ხშირად სტუმრობდა ხოლმე ცნობილი მხატვრების სახელოსნოებს. მათ შორის ბენო და ფრანც ადამოვებს. ეს მხატვრები განთქმულნი იყვნენ ნადირწერაში. 1863 წელს ივანე გადაბარგდა ციურიხში, სადაც პროფესორ კოლერის ხელმძღვანელობის ქვეშ იხატავდა ცხოველებს. მან პირველად მოსინჯა გრაგირება „ძლიერი არყით". ის ექსკურსიით ეწვია ჟენევას დიდესა კალავის ნამუშევრების გაცნობის მიზნით. შემდეგ გაემგზავრა დიუსელდორფში და ბიკოვის შეკვეთით. დახატა სურათი „დიუსელდორფის" გარე მდებარე ხედი. ამ სურათმა მხატვარს აკადემიკოსის წოდება მოუტანა.
ფერწერის გარდა იგი კალმითაც ხატავდა.ეს ნამუშევრები დიუსელდროფის მუზეუმში იყო განთავსებული. ის უცხოელების აღტაცებას იწვევვდა.
1866 წელს ივანე შიშკინი მამულზე მონატრებული სანქტ–პეტერბურგში ბრუნდება, მან იმოგზაურა რუსეთში სამხატვრო მიზნით. ყოველწლიურად აკეთებდა გამოფენებს აკადემიაში. მან შექმნა მოძრავი გამოფენების ამხანაგობა.
1870 წელს მიემხრო სანქტ–პეტერბურგში ჩამოყალიბებულ აკვაფორციტების წრეს. ისევ შეუდგა გრავირებას,რომელიც ბოლომდე არ მიუტოვებია. ის იგივე დროს უთმობდა გრავირებას, რამდენსაც ფერწერას. ეს ნამუშევრები უქმნიდა ერთ–ერთი საუკეთესო ფერმწერის, პეიზაჟისტის და აქვაფორცისტის რეპუტაციას.
1873 წელს აკადემიამ სურათისათვის „ტყის მივარდნილი ადგილი" ივანე შიშკინს პროფესორის წოდება მიანიჭაპ. ის მიწვეული იყო აკადემიის სასწავლო–საპეიზაჟო სახელოსნოს ხელმძღვანელად, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო ამ თანთმდებობაზე არც თუ ისე დიდი ხნით ყოფნა მოუწია. ის დაიღუპა უეცარი სიკვდილით პეტერბურგში 8 მარტს 1898 წელს მოლბერტთან მჯდომი ხატვის დროს.


   
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 3586 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 3
3 ინგა  
0
Es bolo naxati mak da savaraudod originalia sad sheizleba shevamocmebino?

2 Tamuna  
0
martla dzalian kai naxatebia <3
yvela dzalian momewona ;)

1 kalasha  
0
au magari naxatia sul qvemot ro aris is momwons gansakutrebulad

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0