ოთხშაბათი, 2024-04-24, 8:00 AM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20 » თენგიზ მირზაშვილი
1:18 PM
თენგიზ მირზაშვილი
ხატავს და ლაპარაკობს თენგიზ მირზაშვილი, ვაკის პარკის პირდაპირ მიმდებარე სახლის ბოლო სართულზე, - რომელიც ხან მისი სახელოსნოა, ხან სადისკუსიო კლუბია, ხან საგამომცემლო ოფისი, ხან გადასაღები მოედანი, ხან ქვეყნიდან განდეგილ ძმათა საკრებულო , ხან საჩაიე - სადაც სურნელოვან მურაბებს ხარშავს მხატვარი, ვის არ უგემია მირზაშვილის სახელოსნოსა თუ ოჯახში. (იგი ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობს, რომელიც მუზეუმს მოგაგონებთ, ყველა კედელი მოფენილია ოთხი თაობის მხატვართა ნამუშევრებით მისი მშობლები: სოფიკო და რევაზი, მეუღლე მანანა, შვილები: ნატო და გია მხატვრები არიან, შვილიშვილები: ირაკლი და გიორგი ხატავენ და მუსიკოსებიც არიან). აქვეა დედამისის სოფიო ლემბერგის და თენგიზის სურათი: 3-4 წლის ჩუბჩიკას ბეწვის მოკლე პალტო აცვია, თოკი მხარზე აქვს გადაგდებული და გამარჯვებული მონადირესავით კმაყოფილი იღიმება...
თენგიზი გაიზარდა ინტელიგენტურ ოჯახში, მამაც და დედაც მხატვრები გახლდათ. ბატონი რევაზის გარეშე არ არსებობს რამდენიმე ათეული ქართული ფილმი, მათ შორის ფილმი ,,შერეკილები”. ბატონ რევაზს ვლადიკავკაზში ჰქონდა დამთავრებული კადეტის კორპუსი. დრო აირია და ბატონი რევაზი კოჯრის ბრძოლაში მოხვდა, საიდანაც ის, დაჭრილი, რცხილაძეს გამოუყვანია. ამის შემდეგ იწყება მისი ჩუმი, ფრთხილი ცხოვრება -ერთი გრძელი დაულეველი დღე-ღამე.
თანაც დღე უკვე განვლილი ჰქონდა. თავიდანვე ბატონ რევაზს მეტად გაუმართლა; მისი მასწავლებელი გახდა ე.ე. ლანსერე '' მირ ისკუსტვენიკების ' ერთ-ერთი წარმომადგენელი, მიჩნეული მაშინდელ რუსეთში საუკეთესო რისოვალშჩიკად. ლანსერე გახლდათ დაუღლელი შრომაში მხატვარი. ( სხვათა შორის მას ეკუთვნის ქართული ეკლესიების აურაცხელი ჩანახატი-აღწერილობა, რომელიც ცალკე თემაა) ბატონი რევაზი ლანსერეს საუკეთესო მოსწავლე გახლდათ, მეგობრობდა მასთან, მოგზაურობდნენ ერთად. ბატონ რევაზს ფენომნალური მეხსიერება ჰქონდა. ალბათ, რა ძნელი დაძაბული ცხოვრება უნდა განვლო, როდესაც ამდენი რამე იცი, გადაგხდა, შეგიძლია და ვერ თქვა, შეგიძლია და ვერ გააკეთო, უნდა იყო მუდამ შეუმჩნეველი, წაიშალო, იცხოვრო პარტიზანად სამშობლოში, ემიგრაციაში: ,,არას'' მაგიერ დაეთანხმო, გაერიო კინოსტუდიის მუშურ-გლეხურ ხმაურიან პერსონაჟებში, ახალგაზრდებში, უკიდურესად აგრესიულებში. ცოდნით მაინცდამაინც არა დამძიმებულები, ვიდვიჟენცები,… რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ გაგიხსენონ კოჯრის ბრძოლა, ლანსერე, საეჭვო შარლემანი, ეგო და კუბო ფუტურისტებში გარეული და მათთან კიდევაც დამეგობრებული დავით კაკაბაძე, პარიზში ნამყოფი გუდიაშვილი, ვიღაც მოდელიანის მეგობარი, ანდა შუხაევი, გაქცეული შალიაპინის მეგობარი და საერთოდ, დილიდან ყველაზე ადრე გამოჩნდე კინოსტუდიაში, შესამჩნევი და გაუგებარი ზრდილობიანი და წარმოადგენდე სისხლის სხვა ჯგუფს. მისი ცხოვრება ინტელექტუალური რომანის ღირსია, რომელიც ასე აკლია ჩვენს ლიტერატურას.
ქალბატონი სოფიოც, თენგიზის დედა, მხატვარი გახლდათ. მოსე თოიძის სტუდია ჰქონდა დამთავრებული. უაღრესად ნიჭიერი ადამიანი იყო, ძალზედ გემოვნებიანი, დახვეწილი, ურთიერთობაში კეთილგანწყობილი. იოლად სწავლობდა ენებს, ისე, თავისთვის, დაძაბვის გარეშე, სხვათა შორის, ერთ-ერთ ექსპედიციაში მეგრულიც ისწავლა, იოლად და სიამოვნებით, სალაპარაკოდ.
ადრიან გაზაფხულზე ქალბატონი სოფიო მიემგზავრებოდა ექსპედიციაში- შეურაცხყოფილ, პერანგახეულ ეკლესიებისკენ. გაუქმებულნი, მივიწყებულნი, იდგნენ ისინი ნასხლარებში, გადაშენებულ, გაველურებული მცენარეეებით დატყვევებული.
მაშინ ავტობუსები უფრო კინოქრონიკისთვის იყო, გაზეთებისთვის. ახალგაზრდა ქალი, ძუძუმწოვარა ბავშვით, დალატკული პატარა ქვაბით, კერასინკით, მჩატე ბოხჩით, ალუმინის ორი კრუჟკით, ერთი მედიკამენტით- იოდით, ნათხოვარი თერმომეტრით, პალტარატონკის კუზავოში, დატვირთული ნერგებით, გეოლოგების ხელსაწყოებით, ძროხებში, ბავშვით, აქეთ-იქით მოარულ ქვის მარილის ყუთებში ხტუნვა ხტუნვით მიემგზავრება ახალგაზრდა დედა ბავშვით იქ, სადაც მათ არავინ იცნობს, არ ელის, სადაც ცხოვრების პირობებზე ან მის ხარისხზე ჯერ ფიქრი არ დაუწყიათ. მიგორავს ურმით, ქვიანი გზით, ან ცხენით, ვიწრო ბილიკით, მარტის გრძელ წვიმიან ღამით. მას ელიან თითქმის წაშლილი ფრესკები, სულ სხვა ცხოვრების და ზნეობის მნახველნი. ასობით ასლი აქვს გაკეთებული ქალბატონ სოფიოს ამ ფრესკების, სიყვარულით და უაღრესად პროფესიონალურად.
ქალბატონი სოფიო, მთელი სიცოცხლე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კედლის მხატვრული ფრესკების ასლებს ხატავდა. ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების ისტორიის ასლთა კოლექციებში, რომლებიც ასობით მეტრით გაიზომება.
ქალბატონი სოფიო დიდი ხნობით ცხოვრობდა და მუშაობდა მიტოვებულსა და უკაცურ ეკლესია-მონასტრებში, ხან უღრან ტყეში, ხან ველსა და სოფელში _ ძეგლის მდებარეობის მიხედვით. თენგიზიც, ბუნებრივია, თან დაჰყავდა. იგი ბავშვობიდან შეეზარდა ჩანავლულ ფრესკებსა და გაცრეცილ _ ხელნაწერებს, სასაფლაოს ქვებსა და ძველი ეკლესიების ჩამოფშვნილი კედლების მტვერის, ქართული კრამიტისა და აგურის ელფერს, მიტოვებული სოფლებისა და მთებზე აღმართული ციხე-კოშკების ცრემლებს. 5 წლისა უკვე მეგობრობდა ფიროსმანის გმირებთან და როგორც თვითონ ამბობს, ენატრებოდა მათთან შეხვედრა, ეს მონატრება დღემდე ალამაზებს მირზაშვილის მოღვაწეობას. სულ პატარას აედევნა ხალხის ფიქრი ათასწლეული და სრულიად ბუნებრივად, უბრალოდ გაჯერდა მის არსში, მის ცნობიერებაში...
დაიბადა 1934წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში.
1941წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა).
1952წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1959წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში.
1972-2004წწ. მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად.
1977წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ,,ჰამლეტის” გასაფორმებლად.
თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის:
ი. ჭავჭავაძის, ვ. ფშაველას, გ. ლეონიძის, რ. ინანიშვილის, ე. თათარაიძის, გ. ცოცანიძის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული.
მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” ორი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ე. თათარაიძის წიგნის ,,ჩამომიარ საწუთროში~ რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი.
მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: გერმანიაში- 1985წ. კანადა-1987წ. ავსტრია-1988წ. გერმანია-1989წ. საფრანგეთი-1997წ. 1998წ.
თვითნასწავლი, მოხალისე რუსთველოლოგი, როგორც თენგიზ მირზაშვილი თავის თავს უწოდებს, ყურადღებით აკვირდება ,,ვეფხისტყაოსანს” , ცალკეულ დეტალებსა და კონტექსტს, სადაც სასვენი ნიშნის მოსვლამ ან გადაადგილებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს აზრი.
აქვეყნებს წერილებს საქართველოს წარსულისა და კულტურის ისტორიის შესახებ. ერთ-ერთი პირველია, ვინც ყურადღება მიაქცია და საჯარო მსჯელობის საგნად აქცია საქართველოში ქრისტიანული საეკლესიო აღმშენებლობის შესახებ მემატიანეთა ცნობებსა და ქარტული ხელოვნების ისტორიის დებულებებს შორის, არსებითი ხასიათის შეუსაბამობა და პრინციპული წინააღმდეგობის არსებობა. გამოსაცემად მზად არის წიგნი ,,ჟამსა მირიანისასა”, ავტორი დევი – კახოიძე, რედაქტორი – თ. მირზაშვილი.    
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 2392 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0