აპოლონ ყარამანის ძე ქუთათელაძე დაიბადა 1899 წლის სოფელ ივანდიდში, ქ.ხონში
1906 წლიდან იგი სწავლობს ქ. ჰოთის გიმნაზიაში , ხოლო 1922-29 წ;ლებში სწავლობდა და დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ანყოფილება პროფესორების: ევგენ ლანსერის, იოსებ შარლემანის და გიგო გაზაშვილის ხელმძღვანელობით. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად , პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში. ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები ,, 1905 წელი საქართველოში'' ,,გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში '' ,, ნასაკირალის ბრძოლა'' ასევე მოხატა ქ.ფოთის თეატრი. 1928 წელს 1.ქუთათელაძე პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში. ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში. მუშაობს OGIძ _ ოGიზში საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე . არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვNების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მზატვარი . ამ პერიოდში შეიკმნა სურათები '' რადიო სვანეთის აულში'', ''სვნაეთი'' ''თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში'' ,'' რუხის ბრძოლა '' და სხვა მრავალი.. აპოლონ ქუთათელაძე მრავალფიგურიანი კოპოზიციის უბადლო ოსტატი გახლდათ. ისაზღვრო ფანტაზია და ზეპირი ხატვის გასაოცარი ნიჭი მას საშუალებას აძლევდა დიდი ზომის ფერწერული სურათები , რომელთა შექმნასაც გამოჩენილი მხატვრების უმეტესობა რამდენიმე წელს ანდომებს, უმოკლეს დროში შეესრულებინა. გამოფენაზე მისი სურათები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა . 1942 წელს ა. ქუთათელაძე მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე, ხელმძღვანელობს ბატალურ და ჟანურულ სახელოსნოებს: სტუდენტობას ძალიან უყვარდათ ბრწყინვალე მაესტრო. იგი ახალგაზრდბისთვის დიდი პედაგოგიც იყო და ჭეშმარიტი მეგობარიც. წლების მანძილზე აპოლონის სახელოსნოდან ქართულ ფერწერას ბევრი სახელოვანი მხატვარი შეემატა. ამავე დროს ა. ქუთათელაძე საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობამ სამხატვრო ფონდის თავმჯდომარედ აირჩია, რომელსაც იგი ათეული წლების მაძილზე ხელმძღვანელობდა. მან მოკლე დროში ფეხზე დააყენა სამხატვრო საწარმოო კომბინატი, რომლის სახვითი დაქ გამოყენებითი ხელოვნების თითქმის ყველა პროფილის საამქრო მაღალ დონეზე ასრულებდა შეკვეთებს არამარტო საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ორგანიზაციებისათვის. ამავე პერიოდში იგი მუშაობდა ფერწერულ სურათებზე: ,,გიორგი სააკაძე”, ,,მხატვერ თამარ აბეკალიას პორტრეტი”, ,,გენერალი კ. ლესელიძე მთებში”.
1946 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ა. ქუთათელაძეს პროფესორის წოდება მიეკუთვნა. იგიგ კვლავ განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას და ქმნის სურათებ: ,,პურის მოსავლის აღება”, ,,სამხიარულო მოსავალი”, ,,ჩაის კრეფა”. ამავდროულად მიემგზავრება უნგრეთში შემოქმედებითი მივლინებით. 1959წელს აპოლონ ქუთათელაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად დაინიშნა. სწორედ ამ წლებში რუსეთის პოლიტიკამ თბილისი სამხატვრო აკადემიის ყოფნა_არყოფნის საკითხი დააყენა. 1960 წლიდან შეჩერდა სტუდენტების მიღება ფერწერაზე, ქანდაკებაზე, გრაფიკაზე და კერამიკაზე. მაგრამ ა. ქუთათელაძემ ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა სამხატვრო აკადემია და მისთვის სიცოცხლის შენარშუნების მიზნით სახვითი ხელოვნების კლასიკური დარგების გვერდით შემოიღო დეკორატიულ_გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობათა სწავლება, როსთვისაც გახსნა ახალი შესაბამისი ფაკულტეტი. ამით მან არა მარტო დახურვას გადაარჩინა ძველი აკადემიური სკოლა, არამედ სასწავლო კორპუსის აშენებას, სასწავლო_საწარმოო ბაზის გამოყოფიფასა და კონტიგენტურად გაზრდას. საბოლოოდ მან შესძლო სამხატვრო აკადემია მსოფლიო სტანდარტების უმაღლესი სასწავლებლად ჩამოეყალიბებინა. დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ ა. ქუთათელაძის რექტორობის პერიოდი სამხატვრო აკადემიის ცხოვრებაში ,,ოქროს ხანას” წარმოადგენდა.
1968-72 წლებში აპოლონი მუშაობს სურათებზე: ,,მამისიონის უღელტეხილზე ", თამარ მეფის ნადირობა”, ,,ნესტორ კალანდარიშვილი ვ.ი ლენინთან”. ასევე აქვეყნებს სტატიებს სახვითი ხელოვნების საკითხებზე. მას სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის საპატიო წოდება. ასევე საქარტველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მიენიჭა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. რაც შეეხება აპოლონ ქუთათელიძის ოჯეხურ მდგომარეობას მას ყავდა სამი მეუღლე და ხუთი შვილი. სამი ვაჟი: ტარიელი, გურამი(ხიტა), ყარამანი და ორი ქალიშვილი: მანანა და ნანა. მას არც ერთი ქალი სიყვარულის გარეშე არ შეურთავს. როცა კი მათი სიყვარული კვდებოდა. ის წყვეტდა ამ კავშIრს. არ შეურაცხყოფდა არც ქალს, არც სიყვარულს ყალბი თამაშით. ამიტომაც დარჩა მისი ყველა ცოლ-შვილი მის მეგობრად. მის პირველ მეუღლეს ვერა მეგრელაძეს, შესანიშნავ მკურნალ- პედიატრს ჯერ კიდევ ახალგაზრდას, არც უფიქრია საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უყვარდა აპოლონი, თავისი პირველი და ერთადერთი სიყვარული. მან შეიყვარა მისი მეტოქეებისგან გაჩენილი აპოლონის ყველა შვილი. ასე რომ იგი მისთვის პირველი სიყვარულის იყო. მეუღლეც, შვილების მამაც და სათაყვანო მომავალიც. უეჭველია, აპოლონის გავლენას უნდა მიეწეროს ის გარემოება, რომ მისმა ვაჟი-შვილებმა, გურამმა და ყარამანმა, მხატვრობას, ფერწერას დაუკავშირეს თავიანთი პროფესსიული ბედი. ხოლო მისი უფროსი ვაჟI ტარიელი ხუროთმოძღვარია. რომელიც ბევრი წლების განმავლობაში სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი იყო. ა. ქუთათელაძის შემოქმედებიდან აღსანიშნავია მისი ფერწერული ტილო ,,თამარ მეფის ლაშქრობა”. ამ ნამუშევარმა მთელი სისავსით აღბეჭდა ავტორის თვითმყოფადი ნიჭის წახნაგები. კომპოზიციულად შეკრული, დიდი მასშტაბის, სულიერი გაქანების, ტონალურად მდიდარი და ამავდროულად მომჭირნე ფერთა სპექტრი, ნახატის თვალსაზრისით უნაკლო, ემოციურად ამაღლებული, შინაარსით ეროვნული, პატრიოტული, დიდებული ნამუშევარია. ეს, მართლაც, ღირსეული დასკვნითი აკორდია დიდი შემოქმედისა. 1972 წლის 25 ივნისს ა. ქუთათელაძემ მძიმე ოპერაცია ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ა. ქუთათელაძის შემოქმედება და მოღვაწეობა დაუვიწყარი იქნება ქართველი ხალხისთვის და მას ყოველთვის მოიგონებენ როგორც დიდ ქართველს, საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს და ბრწყინვალე მხატვარს. მისი გარდაცვალებით ქართულმა მხატვრობამ დაკარგა არა მხოლოდ ფაქიზი გემოვნების ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა იმ დიდოსტატთა გვერდით, რომელთა სახელებს მომავალი თაობები სიამაყით მოიხსენიებს, არამედ ის პიროვნებას, რომლის სახელსაც უკავშირდება თბილისის სამხატვრო აკადემიის საყოველთაო აღიარება და ავტორიტეტი.
|