კვირა, 2024-12-22, 6:34 AM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20
ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილი დაიბადა 1862
წელს. მომავალ მხატვარს მამა ადრე გარდაეცვალა და დედის მზრუნველობის ქვეშ
იზრდებოდა. პატარა ცდილობდა დედას როგორმე შეშველებოდა და საკუთარ
პირუტყვს უვლიდა.
დილით ადრე გარეკავდა ხოლმე სოფლის მახლობლად გორებზე ძროხებსა და
ხარებს,მთელი დღე თან დასდევდა.როცა კავკასიონის მთებიდან მზე
ამოცურდებოდა,პატარა დიდხანს უყურებდა მზის სხივებით აზურმუხტებულ თოვლით
დაფარულ ალაზნის ველსა და ვერცხლისფერი ზოლივით შემოვლებულ ალაზანს,
მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს მირზაანს უცხო
სტუმრები ეწვივნენ,მათი უფროსი იყო მიწისმზომავი ალექსი. მთელი დღე
სტუმრები დადიოდნენ და ჩანახაზებს აკეთებდნენ. პატარა ნიკოც მათ
დასდევდათ, როცა მათ უბანში მივიდნენ, ნიკომ სტუმრებს თავიანთი სახლი
აჩვენა. ეზოში ტრიალებდა 14-15 წლის ახალგაზრდა ქალი. ალექსიმ ბავშვ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 3130 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

ცნობილი ქართველი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გურამ (ხიტა) აპოლონის ძე ქუთათელაძე დაიბადა 1924 წლის 29 მარტს, ცნობილი ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში.აპოლონ ყარამანის ძე ქუთათელაძე იყო ცნობილი ქართველი ფერმწერი, სსრკ-ს სახალხო მხატვარი,სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი (1959-72).ამ გარემოში და ამ პირობებში გაზრდილი ბავშვი, ნიჭი რომც არ ჰქონოდა, არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ფუნჯისა და საღებავების მოტრფიალე, მით უმეტეს როცა ეს მემკვიდრეობითაა. ის 1930 წელს შევიდა თბილისის 16-ე საშუალო სკოლაში და მამის ხელმძღვანელობით დაიწყო მეცადინეობა ხატვასა და ფერწერაში. მისი მხატვრული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოვლ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 10399 [ 1 ] | |  სრულად ნახვა |
 

ტიციანის დაბადების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. სიბერეში ფილიპე II-ისადმი მიწერილ წერილში იგი ამტკიცებდა, რომ დაიბადა 1477 წელს, მაგრამ ეს არასარწმუნოა, მისი სიბერისდროინდელი თანამედროვენი ტიციანის დაბადების შესაბამის თარიღს გვაწვდიან, რომელიც უნდა მერყეობდეს 1473-1483 წლებს შორის, მაგრამ თანამედროვე სწავლულების უმეტესობას მიაჩნია, რომ 1490 წელი უფრო შეესაბამება სინამდვილეს. იგი ოჯახში ოთხი შვილიდან უფროსი იყო.

მამა - გრეგორიო ვესელი, დედა - ლუჩია.

მამა, გრეგორიო ვესელი, იყო შესანიშნავი მრჩეველი (საბჭოს წევრი), ჯარისკაცი, პიევე დი კატორის ციხის კომენდანტი და ასევე განაგებდა ადგილობრივ მაღაროებს. მისი ნათესავები, მათ შორის ბაბუა, იყვნენ ნოტარიუსები და ოჯახი მყარად იყო დაფუძნებული იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მართავდა და რომელიც ექვემდებარებოდა ვენეციას.

10 თუ 12 წლის ასაკში ტიციანი და მისი ძმა ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 2651 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

კლოდ ოსკარ მონე დაიბადა პარიზში. მამამისს სავაჭრო ფარდული ჰქონდა ჰავრში, და მხატვარმა ბავშვობის წლებიც იქ გაატარა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მონე ხატვით იყო გატაცებული და ძირითადად აკეთებდა მეგობრებისა და მასწავლებლების კარიკატურებს. შემდგომ ეს კარიკატურები მამამისის ფარდულში იყიდებოდა. იქვე გაიცნო მონემ თავისი პირველი წამქეზებელი დამხმარე მხატვარი ბუდენი. ბუდენი ასწავლიდა მას პლენერზე მუშაობას და აკადემიური პირობითობის უკუგდებას, აჩვევდა პირველი შთაბეჭდილების დამახსოვრებას და გადმოცემას ტილოზე, სინათლის შესწავლას. მისი რჩევით, 1857 წელს მონე პარიზში გაემგზავრა. ჰავრის მუნიციპალიტეტმა უარი თქვა მისთვის სწავლაში დახმარებაზე. ასევე არ ჰქონდა მშობლების დახმარების იმედიც. ამიტომ თავად დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება. ახალგაზრდა მხატვარს ჰქონდა სარეკომენდაციო წერილი და საარსებო წყაროს მინიმუმი, რომელიც კარიკატურების ხ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 2791 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

მოდილიანი ჩვენს ცხოვრებაში დიდი ხნის წინათ შემოიჭრა. მასში იყო წარმოუდგენლად დაუმორჩილებელი ვნება, გამოწვევა და ნდომა საქმის ბოლომდე მიყვანისა. სიმშვენიერის გენიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები მხატვრობაზე. მისი ბიოგრაფია წარმოადგენს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოჰემურ ცხოვრებას. მოდილიანი ძალიან ბევრს ავადმყოფობდა, ცხოვრობდა მძიმე პირობებში, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ის იყო იუმორით სავსე, დემპერამენტიანი და ექსტრავაგანტული. დავეთანხმოთ იმ ვერსიას, რომ სწორედ მწერლების ხვედრია გადააქციონ ცხოვრების ისტორია ავტობიოგრაფიად, ხოლო სცენარისტებმა-ტრილერებად ან მელოდრამებად. ჩვენ მივყვეთ მოდილინის ცხოვრების გზას. დანარჩენი კი თქვენთვის მოგვინდია საკუთარ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 2428 [ 2 ] | |  სრულად ნახვა |
 

კარავაჯოს მოწაფეობის წლები მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო დაიბადა 1573
წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო
მერიზი, იყო ეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის
მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა
მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა, როგორც ხშირად ხდებოდა
იმ დროს. ადრე დაობლებული კარავაჯო უფროსმა ძმამ სასწავლებლად მიაბარა
მილანში მომუშავე მხატვარს, სიმონე პეტერცანოს. 1584 წლის აპრილში დაიდო
ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა
და ესწავლა ოსტატთან. მილანში გატარებულ სწავლების ამ ოთხ წელს დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა. აქ, მე-16 საუკუნეში ფართო განვითარება ჰპოვა
მანერიზმმა. მანერიზმი - ამ ტერმინით, რომელმაც დასაბამი მიიღო სიტყვიდან
"მანერა”, აღინიშნება სტილისტუ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 2843 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

ხატავს და ლაპარაკობს თენგიზ მირზაშვილი, ვაკის პარკის პირდაპირ მიმდებარე სახლის ბოლო სართულზე, - რომელიც ხან მისი სახელოსნოა, ხან სადისკუსიო კლუბია, ხან საგამომცემლო ოფისი, ხან გადასაღები მოედანი, ხან ქვეყნიდან განდეგილ ძმათა საკრებულო , ხან საჩაიე - სადაც სურნელოვან მურაბებს ხარშავს მხატვარი, ვის არ უგემია მირზაშვილის სახელოსნოსა თუ ოჯახში. (იგი ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობს, რომელიც მუზეუმს მოგაგონებთ, ყველა კედელი მოფენილია ოთხი თაობის მხატვართა ნამუშევრებით მისი მშობლები: სოფიკო და რევაზი, მეუღლე მანანა, შვილები: ნატო და გია მხატვრები არიან, შვილიშვილები: ირაკლი და გიორგი ხატავენ და მუსიკოსებიც არიან). აქვეა დედამისის სოფიო ლემბერგის და თენგიზის სურათი: 3-4 წლის ჩუბჩიკას ბეწვის მოკლე პალტო აცვია, თოკი ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 2476 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

ივანე შიშკინი დაიბადა 1832წ 13 იანვარს ქალაქ ელაბურგაში ვიატსკის შიშკინებისგვარიდან იყო. მისი მამა ვაჭარი იყო. ივანე 12 წლის იყო, როდესაც კაზანის პირველ გიმნაზიაში ჩაირიცხა,მაგრამ 5-ე კლასის დამთავრების შემდეგ, გიმნაზია მიატოვა და მოსკოვის ფერწერისადა ხუროთმოძღვრების სასწავლებელში გადავიდა.კურსის დამთავრების შემდეგ 1857წლიდან განათლება განაგრძო პეტერბურგის სამხატრო აკადემიაში,სადაც პროფესორ ვორობიოვის მოსწავლედ ირიცხებოდა. აკადემიაში სწავლის პირველ წლიდანვე მას მიენიჭა ორი მცირე ვერცხლის მედალი სანკ-პეტერბურგის ირგვლივ ხედების შესრულებისათვის 1858 წელს მიიღო დიდი ვერცხლის მედალი ვალაამის ხედისათვის. 1859 წელს მიიღო მცირე ოქროს მედალი სანქტ–პეტერბურგის გარე მდებარე პეიზაჟისათვის და 1860 წელს დიდი ოქროს მედალი ვალაამზე მდებარე კუკოს ორი ხედისთვის. ამ ჯილდოსთან ერთად მან მოიპოვა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება აკად ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 3633 [ 3 ] | |  სრულად ნახვა |
 

გენიალური მხატვარი, ვინსენტ უილიამ ვან გოგი, რომელმაც თავისი თითქმის ყველა შედევრი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა, 1853 წლის 30 მარტს ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა, რომელიც სამხრეთ ნიდერლანდებში მდებარეობს. ვან გოგი იყო ანა კორნელია კარბენტუსისა და თეოდორუს ვან გოგის ვაჟი. თეოდორუსი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს, რომელსაც 1811 წელს ლეიდენის უნივერსიტეტის საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმეტყველების ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.

ვან გოგის დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ 1857 წლის 1 მაისს, დაიბადა მისი ძმა თეოდურუსი. მას კიდევ ერთი ძმა კორი და სამი და, ელიზაბეტი, ანა და ვილი ჰყავდა. ბავშვობაში ვან გოგი ძალიან
სერიოზული, ჩუმი და გონი ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1890 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

იან ვერმეერი XVII საუკუნის ჰოლანდიელი ფერმწერია. 1632 წელს ქალაქ დელფტში, ბერგერ ვერმეერს შეეძინა ვაჟი იოანესი (იანი). მომავალი დიდი მხატვრის მამას ჰქონდა სასტუმრო, აწარმოებდა მოდურ აბრეშუმს და ხანდახან სურათებითაც ვაჭრობდა. იანი იზრდებოდა წელგამართულ ოჯახში, სადაც მკაცრი წესრიგი სუფევდა. ბავშვობის წლები უდარდელად მიდიოდა, რაც უფრო იზრდებოდა, მეტად აკვირდებოდა მამამისთან მოსულ გრძელთმიან მხატვრებს, რომლებიც ნამუშევრებს უტოვებდნენ მამას. ყმაწვილობაში თვითონვე მოსინჯა ფუნჯი. ოჯახში ამით არ აღფრთოვანებულან, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ.
1653 წელს მხატვართა წმ. ლუკას სახელობის გილდიამ თავის რიგებში მიიღო ახალგაზრდა ვერმეერი. ამ დროისთვის ის დაქორწინებული იყო ეკატერინე ბოლნესზე. მასთან ეყოლა რვა ბავშვი. ცხოვრობდა სიდედრთან წითელი აგურის სახლში. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, შეკვეთებიც ჰ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 9598 [ 17 ] | |  სრულად ნახვა |
 

დიდმა ესპანელმა მხატვარმა როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესმა, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნას ევროპულ ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჭარბობს რელიგიური, ისტორიული, ყოფითი თემები.

დიეგო ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში, მამამისი დონ ხუან როდრიგეს დე სილვა უძველეს პორტუგალიელ აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო, დედა - დონია ხერონიმა ველასკესი - სეველიელი, ასევე მაღალი წოდების, დიდგვაროვანთა ქალიშვილი იყო.
დიეგოს პირველი მასწავლებელი იყო ფრანსისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ერერას სახელოსნოს კედლებში ყალიბდება დიეგო ველასკესის ინდივიდუალური ხელწერა. ამის შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება, ის არის რომ არ ზღუდავდა ვ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 3269 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

დაიბადა 1925 წლის 25 დეკემბერს. პირველი განათლება მიიღო ბათუმის საშუალო სკოლაში. მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ზღვისპირა ქალაქმა, უყვარდა ზღვა, გემები და მზის ჩასვლა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში. დადიოდა პიონერთა სასახლეში, სადაც ხატვას ასწავლიდა მხატვარი გრიგოლ მესხი, რომელიც გამორჩეულ მოწაფეებს მზუნველობდა. როდესაც ომი დაიწყო და ელგუჯას ოჯახი იძულებული გახდა სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად, მესხი წერილებს წერდა ნიჭიერ მოწაფეს, რომ მხატვრობა არ მიეტოვებინა, ურჩევდა რაც შეიძლება მეტი ემუშავა და მომზადებულიყო სამხატვრო აკადემიაში შესასვლელად. 1944 წელს დაამთავრა სოფელ ცხემლისხიდის სკოლა და იმავე წელს გამოცდები ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მხატვარს ამ დროს მეგობრები ეხმარებოდნენ, შეძლებისდაგვარად ამარაგებდნენ ტილოებით, საღებავებით და ფუნჯებით. ის ჩაირიცხა ფერწერის ფაკულტეტზე, მაგრამ ორი კურსის ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1729 [ 1 ] | |  სრულად ნახვა |
 


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0