პარასკევი, 2024-03-29, 8:20 AM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 7 » დავით კაკაბადძე
9:51 PM
დავით კაკაბადძე
დავით კაკაბაძე დაიბადა1889 წელს ხონის რაიონიში,სოფელ კუხში, ღარიბი გლეხის ოჯახში, მამამისს საკარმიდამო ნაკვეთიც კი არ ჰქონდა. ოჯახი რომ ერჩინა, ქუთაისში დასახლდა და მებორნედ დაიწყო მუშაობა, განათლება მისცა შვილებს. დავითმა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოწინავე ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლობისა და კერძო საქველმოქმედო საზოგადოებების დახმარებით შეძლო მიეღო უმაღლესი განათლება. 1910-1915 წლებში იგი სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

დავითი ბავშობიდანვე გაიტაცა ხელოვნებამ. იგი ჯერ კიდევ მოწაფეობისას ბევრს ხატავდა ნატურიდან, იღებდა ხანმოკლე ხატვის გაკვეთილებს ჩამოსული მხატვრებისგან, ეზიარა სახელმძღვანელოებით ხატვის ტექნიკას. პეტერბურგში საუნივერსიტეტო კურსთან ერთდროულად გადის ნახატისა და ფერწერის სასწრაფო აკადემიურ სკოლას მხატვარ დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. შემდეგ მსოფლიო ხელოვნების ძეგლების გასაცნობად და ცოდნის გასაღრმავებლად იგი იტალიასა და გერმანიაში მიემგზავრება. 1920-1927 წლებში ნაყოფიერად მუშაობს პარიზში, სადაც შემოქმედებითად ითვისებს თანამედროვე სახვითი ხელოვნების, აგრეთვე მეცნიერების მიღწევებსაც.

დავით კაკაბაძისთვის დამახასიეთებელი ლტოლვა ნამუშევრების სერიათა შექმნისადმი სათავეს იღებს მის სამხატვრო ფილოსოფიაში. დროის გარკვეულ მონაკვეთში იგი ერთი და იგივე მასალით ასრულებდა ერთნაირი ფორმატის ათობით სურათს.

თავისებურ სერიას შეადგენენ პორტრეტები, რომლებიც მხატვარმა 1913 და 1918 შუა პერიოდში შეასრულა.

მისი ლტოლვა შექმნას სურათების სერია სხვადასხვა მხატვრულ-სტილისტურ მანერაში, სათავეს იღებს მისი მხატვრულ შემოქმედების მრწამსში, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს თავისი შემოქმედების დასაწყისშივე. მას მიაჩნდა რომ ”ერთფეროვნება ეწინააღმდეგება ბუნებას” და "მრავალფეროვნება კი ცხოვრების საფუძველია”, რომ მხატვარმა თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების გზით უნდა იაროს, უნდა შეისწავლოს მემკვიდრეობაც, არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღიჭურვოს ენთუზიაზმით და გახდეს მისი მიმბაძველი, ანდა ინტერპრეტატორი, არამედ იმისთვის, რომ სულიერად ამაღლდეს და შეიცნოს მისი შინაარსიო. სწორედ ეს აზრი გაატარა და გაიტანა კიდეც დ.კაკაბაძემ როგორც ბუნების სურათების, ასევე სხვადასხვა მხატვრულ მანერაში გააზრებულ ავტოპორტრეტებშიც.

დავით კაკაბაძის თემატურ რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის მშობლიურ იმერეთის ბუნებას. "იმერეთი” მნიშვნელოვანი ფურცელია მხატვრის ბიოგრაფიისა არა მარტო იმიტომ, რომ მან ამ კუთხეს მიუძღვნა თავისი სურათების უმრავლესობა, არამედ, უმთავრეს და უწინავეს ყოვლისა_იმიტომ, რომ ეს მისი "საკუთარი” თემაა, შინაგანად მისთვის ახლობელი, ბოლომდე გააზრებული და მხატვრულ სრულქმნილებამდე მიყვანილი.

დ. კაკაბაძემ ქართველ მხატვართაგან ერთ-ერთმა პირველმა შექმნა სადაზგო სურათი - განზოგადოება. ეს ამოცანა მან გადაწყვიტა ჯერ კიდევ საზღვარეთ გამგზავრებამდე, 1918 წელს. გასაგებია, რომ დ.კაკაბაძე - უაღრესად ზუსტი, პუნქტუალური, რაციონალური ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სურათის სახელწოდებასაც, ვინაიდან მიაჩნდა, რომ სურათის სახელწოდება უნდა გამოხატავდეს "მის მთელ არსებას”, "მის მთელ შემოქმედებას”.

1949-1951 წლებში დ.კაკაბაძის შემოქმედებაში ახალი ძიებანი შეიმჩნევა.

1949 წლის ნამუშევარი - ეს არის ადამიანისა და ბუნების ერთმთლიანობის ჩვენება. მის შემდგომ შემოქმედების პრაქტიკაში ეს თემა უფრო მეტ ადგილს იკავებს.1951 წელს შესრულებულ ესკიზში "გუმბრინის დამუშავება ქუთაისის მიდამოებში” მიგნებულია თემის გამოვლინების საინტერესო კომპოზიციური ხერხით: მუშებისა და ვაგონეტების წრფივი განაწილება გუმბრინის დამუშავებულ ტერიტორიების ფონზე. შრომითი პროცესისთვის დამახასიათებელია მკაფიო რიტმულობა, შეთანხმებული მოძრაობა და მუშაობის ენერგიული რიტმი ადამიანის გარდამქმნელი შრომის ძლიერების სადიდებლად გაისმის.

სწორედ ეს შრომის სადიდებელი ნაწარმოები, რომელსაც დასაბამი უნდა მიეცა დავით კაკაბაძის შემოქმედების ახალი ეტაპისთვის, გამოდგა მისი ბოლოქმედება, გედის სიმღერა ამ დიდი მხატვრ
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 1307 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0