კვირა, 2024-12-22, 6:09 AM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 7 » ელ_გრელკო
9:45 PM
ელ_გრელკო
ელ გრეკო დაიბადა 1514 წ. სოფელ ფოდელში ან კანდიაში (ვენეციური სახელი ჩანდაქსი. თანამედროვე

ჰერაკლიონი) კრეტაში, რომელიც იმ დროის იყო ვენეციის რესპუბლიკის ნაწილი და პოსტბიზანტიური ხელოვნების ცენტრი. იგი იყო შეძლებული ქალაქური ოჯახის შთამომავალი. ვენეციელებთან ამხედრების შემდეგ 1526_28 წწ-ში ისინი გაუძევებიათ ჩანდაქსიდან კანდიაში. ელ.გრეკოს მამა გეორგიოს თეოტოკოპული იყო ვაჭარი და გადასახადების ამკრეფი. არაფერია ცნობილი ელ გრეკოს დედის, ანუ მამამისის პირველი ცოლის, ბერძენი ქალის, შესახებ. ელ გრეკოს უფროსი ძმა, მანუსიოს თეოტოკოპული
(1531_13 დეკემბერი,
1604) იყო
მდიდარი ვაჭარი და მისი ცხოვრების ბოლო წლებში გაატარა ელ გრეკოს ტოლედოს სახლში.



თეოტოკოპულმა სახელი ,,ელ გრეკო’’ შეიძინა იტალიაში, სადაც ქვეყნის და ქალაქის წარმომავლობის მითითებით ადამიანის ამოცნობა ჩვეული პრაქტიკა იყო. საგულისხმოა ფორმა EL არტიკლისა შეიძლება იყოს ვენეციური დიალექტიდან ან მეტი ალბათობით ესპანეთიდან. თუმცა ესპანურად მისი სახელი იქნებოდა ელ გრიეგო. კრეტელი ხელოვანი ფაქტობრივად იტალიაში და ესპანეთში ცნობილი იყო, როგორც დომინიკო გრეკო, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ეძახდნენ ელ გრეკოს.

თანამედროვის აზრით, ელ გრეკომ მისი სახელი მიიღო არა მარტო მისი წარმომავლობის, ადგილის მიხედვიოთ, არამედ მისი დიადი ხელოვნებისათვის:
,,დიდი პატივისცემიდან გამომდინარე, მას ეძახდნენ ,,ბერძენს _ ელ გრეკო’’. გიულიო სეზარ მანსინის ეს კომენტარი ელ გრეკოზე თავის ცჰრონიცლეს-ში დაიწერა მხატვრის სიკვდილიდან, რამდენიმე წლის შემდეგ.

დაუსრულებელი კამათი მიმდინარეობს ელ გრეკოს დაბადების ადგილის შესახებ. უმეტესობა მკვლევარებისა და სწავლულების კანდიას მიიჩნევენ მის დაბადების ადგილად. აქილეუს კუროუსის მტკიცებით კი, რომელიც მე-20 ს-ის ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი იყო, გრეკო დაიბადა ფოდელში და მისი ოჯახის სახლის ნანგრევები ჯერ კიდევ არსებობს იმ ადგილზე, სადაც ძველი ფოდელი იყო(სოფელმა მეკობრეების თავდამსხმის გამო შეიცვალა ადგილმდებარეობა). ხოლო კანდიაში დაბადების ვერსია ემყარება ორ დოცუმენტს სასამართლოდან.
1606წ, როცა მხატვარი 65 წლის იყო. ეს დოკუმენტი კანდიას ნოტარიულ არქივში იქნა აღმოჩენილი, რომელიც 1962წ. გამოქვეყნდა. მენეგოს-ი არის ვენეციური დიალექტის ფორმა დომენიცოს-ისა და შგოურაბოს არის. ბერძენული ტერმინი, რომელიც ნიშნავს ,,მხატვარს’’.

ამ კათოლიკური წყაროების არგუმენტები ეფუძნება მართლმადიდებლური
საარქივო ნათლობის ჩანაწერების ნაკლებობას კრეტაზე და მხატვრის ბერძნულ მართლმადიდებლურ
და რომაულ კათოლიკურ წესჩვეულებებს შორის მონაცვლეობაზე ახალგაზრდობის პერიოდში.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ მისი ხელოვნება ასახავს რელიგიურ სულიერების რომაულ კათოლიკური ესპანეთისა და მისი ბოლო ანდერძში დამოწმებაზე, სადაც ის თავის თავს ,,თავდადებულ კათოლიკეს’’ უწოდებს. ზოგი სწავლული ვარაუდობს, რომ ელ გრეკო იყო კრეტელი კათოლიკური უმცირესობის წევრი, ან რომ ის გადავიდა ბერძნულ მართლმადიდებლობიდან,
რომაულ კათოლიციზმზე კუნძულის დატოვებამდე.

1990-იანი წლების ბოლოს საარქივო კვლევების თანახმად, ელ გრეკო 26 წლის ასაკში ჯერ კიდევ კანდიაში კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. ბევრს ვარჯიშობდა და გახდა არაპროფესიონალი
პოსტბიზანტიური
ხელოვნებისა.

1570წ.-ის საცხოვრებლად გადავიდა რომში, სადაც გახსნა სახელოსნო. იტალიაში ყოფნის დროს ელ გრეკომ მისი სტილი გაამდიდრა მანიერიზმისა და ვენეციური რენესანსის ელემენტებით.
1577 წელს
გადავიდა ტოლედოში (ესპანეთი), სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა სიკვდილამდე.

ელ გრეკოს დრამატულმა და ექსპრესიონისტულმა
სტილმა დაბნეულობა გამოიწვია მის თანამედროვეთა შორის, მაგრამ დაფასება ჰპოვა მე-20 საუკუნეში. ელ გრეკო მიჩნეულია, როგორც წინამორბედი ექსპრესიონიზმისა
და კუბიზმისა.

ელ გრეკოს პიროვნება და ნამუშევრები შთაგონების წყარო იყო პოეტებისათვის და მწერლებისთვის, ისეთები, როგორებიც იყვნენ: რენერ მარია რილკე და ნიკოს კაზანცასი. ელ გრეკო თანამედროვე სწავლულებმა დაახასიათეს, როგორც, ისეთი ინდივიდუალური მხატვარი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა არც ერთ კონვენციურ სკოლას. ის ცნობილია ხვეული დაგრძელებული ფიგურებით და ხშირად ფანტასტიკური ან ფანტასმაგორიული
პიგმენტაციით,
ბიზანტიური
და დასავლური მხატვრობის ტრადიციების შეერთებით.



ქალწულის მიძინება (1567წ-მდე, ტემპერა და ოქრო პანელზე,
61,4X45სმ,
წმინდა კათედრალი ჰერმოპოლისი, სიროსი) სავარაუდოდ შექმნილია მხატვრის კრეტული პერიოდის ბოლოს. ნახატი აერთიანებს პოსტ-ბიზანტიურ და იტალიურ მანიერისტულ სტილისტურ და იკონოგრაფიულ ელემენტებს.

ელ გრეკომ, როგორც ხატმწერმა არსებითი წვრთნა გაიარა კრეტულ სკოლაში, რომელიც იყო წამყვანი ცენტრი პოსტ-ბიზანტიური ხელოვნებისა. ამასთან ერთად ის სავარაუდოთ სწავლობდა ანტიკური საბერძნეთის და ლათინურ კლასიკოსებს, მან დატოვა 130 წიგნიანი ,,სამუშაო ბიბლიოთეკა’’, რომელშიც შედის ბიბლია ბერძნულად და ანოტირებული ვაზარი. კანდია იყო მხატვრული საქმიანობის ცენტრი, სადაც დაახლოებით 200 მხატვარი მოღვაწეობდა მე-16 საუკუნეში და შექმნეს მხატვართა საამქრო, რომელიც იტალიურ მოდელს ეფუძნებოდა.
1563წ. ოცდაორი წლის ასაკში, ელ გრეკო დოკუმენტში დაახასიათეს, როგორც ,,ხელოვანი’’ (,,მაესტრო დომენიგო’’), რაც გულისხმობდა, რომ ის უკვე საამქროს მეპატრონე და სავარაუდოთ სახელოსნოს ხელმძღვანელი. შამი წლის შემდეგ, 1566 წლის ივნისში. ღოგორც კონტრაქტის მოწმემ ხელი მოაწერა სახელით _ მასტერ მენეგოსი თეოტოკოპული.


იტალია


გიორგიო გიულიო კლოვიოს პორტრეტი, ელ გრეკოს ყველაზე ადრეული გადარჩენილი პორტრეტია. კლოვიოს პორტრეტი, რომელიც მეგობარი და მხარდამჭერი იყო რომში ახალგაზრდა კრეტელი მხატვრისა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ელ გრეკო შესანიშნავად ფლობდა პორტრეტის ხელოვნებას.

რადგან კრეტა 1211 წლიდან იმყოფებოდა ვენეციის რესპუბლიკის მფლობელობაში ბუნებრივი იყო ახალგაზრდა ელ გრეკო კარიერას ვენეციაში გააგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი წელი არ არის გარკვეული, უმეტესობა სწავლულებისა ეთანხმება იმ აზრს, რომ გრეკო ვენეციაში ჭავიდა დაახლოებით 1567წ. ცნობები ელ გრეკოს იტალიაში ყოფნის შესახებ შეზღუდულია. ის ვენეციაში ცხოვრობდა 1570 წლამდე, მისი ბევრად უფროსი მეგობრის, იმავე დროის უდიდესი მინიატურისტის ხორვატი გიულიო კლოვიოს წერილის თანახმად იგი იყო ტიციანის ,,მოწაფე’’, რომელიც იმ დროის 80 წლისა იყო, თუმცა ჯერ კიდევ ენერგიული. ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ ის მუშაობდა ტიციანის დიდ სახელოსნოში. კლოვიო ახასიათებს ელ გრეკოს, როგორც ,,იშვიათ ტალანტს მხატვრობაში’’.

1570წ. ელ გრეკო საცხოვრებლად გადავიდა რომში, სადაც მან შეასრულა მთელი რიგი ნამუშევრებისა, რომლებშიც ძლიერ იგრძნობა ვენეციური სკოლის ზეგავლენა. უცნობია თუ რამდენი ხანი დარჩა ის რომში, თუმცა ის სავარაუდოთ უნდა დაბრუნებულიყო ვენეციაში სანამ ესპანეთში წავიდოდა. რომში ელ გრეკო მიიღეს, როგორც სტუმარი. ,,პალასიო ფარნესში’’ რომელიც კარდინალმა ალეხანდრო ფარნესმა აქცია ქალაქის მხატვრული და ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრად. იქ მან ურთიერთობა დაამყარა ქალაქის ელიტარულ საზოგადოებასთან,
რომელთა რიცხვშიც იყო რომაული განმანათლებელი ფულვიო ორსინი, რომლის კოლექციაში მოგვიანებით შევიდა მხატვრის შვიდი ნახატი. მათ შორის სინას მთის ხედი და კლოვიოს პორტრეტი.

განსხვავებით სხვა კრეტელი მხატვრებისა, რომლებიც ვენეციაში გადავიდნენ, ელ გრეკომ არსებითად შეცვალა თავისი სტილი და შეხედულება და სახელი გაიტქვა ტრადიციული რელიგიური თემის საკითხის ახალი და უჩვეულო ინტერპრეტაციების
შექმნით. მის მიერ იტალიაში დახატულ ნამუშევრებზე გავლენა, იქონია იმ პერიოდის ვენეციური რენესანსის სტილმა: ცოცხალი, დაგრძელებული ფიგურებით, რომელიც მოგაგონებთ ტინტორეტოს და ქრომატულ სტრუქტურას, რაც აკავშირებს მას ტიციანთან. ვენეციელი მხატვრები ასწავლიდნენ მას თუ როგორ შეექმნა მრავალფიგურული კომპოზიციები პეიზაჟებში, რომლებიც ცოცხლდება სამყაროს შუქით. კლოვიო აღწერს ელ გრეკოსტან სტუმრობის ზაფხულის ერთ დღეს, მაშინ, როცა მხატვარი ჯერ კიდევ რომში იყო. ელ გრეკო იჯდა ჩაბნელებულ ოთახში, რადგან ის ტვლიდა, რომ სიბნელე უფრო ხელშემწყობი იყო ფიქრისთვის, ვიდრე დღის შუქი რომელიც უფორიაქებდა მას სულს ,,შიდა სინათლეს’’ რომში შეძენილი ცოდნით მისი ნამუშევრები გამდიდრებული იყო ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ღრმა პერსპექტივა, მქრქალი (სფუმატოს) ადგილები ან უცნაური კომპოზიციები, რომელიც შედგენილია ხვეული, ბრუნვადი ფიგურებისგან, ბობოქარი (ქარიშხლიანი) ჟესტებით, ყველა ნამუშევარს მანიერიზმის ელემენტები ახასიათებს.

იმ დროისთვის, როცა ელ გრეკო ჩამოვიდა რომში, მიქელანჯელო და რაფაელი გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ძლიერი იყო მათი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხელოვნების მხატვრული მემკვიდრეობა აურაცხელი იყო ახალგაზრდა მხატვრებისათვის, ელ გრეკომ გადაწყვიტა რომში შეექმნა მისი საკუთარი სტილი, პირადი მხატვრული შეხედულებების და იდეების დაცვით. განსაკუთრებულ ხოტბას ასხამდა კორეგიოსსა და პარმიგიანინოს, მაგრამ უარყოფდა მიქელანჯელოს ,,განკითხვის დღეს’’ სიქსტის კაპელში, მან გააჭიანურა კაპი პიუს ვ-ის შემოთავაზება მოეხატა სიქსტის კაპელა ახალი და უფრო მკაცრი აზროვნებით. ღოცა მას მოგვიანებით ეკითხებოდნენ თუ რას ფიქრობდა მიქელანჯელოზე, ელ გრეკო პასუხობდა, რომ ,,ის იყო კარგი კაცი, მაგრამ მან არ იცოდა როგორ ეხატა’’ და ამგვარად ჩვენ ვაწყდებით პარადოქს. ამბობენ, რომ ელ გრეკო ძლიერ რეაგირებდა და უფრო მეტიც წუნს სდებდა მიქელანჯელოს, მაგრამ მისთვის შეუძლებელი იყო დაპირისპირებოდა მის ტალანტს. მიქელანჯელოს გავლენა შესამჩნევი ხდება მოგვიანებით ელ გრეკოს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა ,,წმინდა ლიგას ალეგორია’’. მიქელანჯელოს, ტიციანის, კლოვიოს და შესაძლოა, რაფაელის პორტრეტების ხატვით ერთ-ერთ მის ნაშრომში (ტაძრის გაწმენდა) ელ გრეკომ არა მხოლოდ მადლიერება გამოხატა მათ მიმართ, არამედ ამ დიდი მხატვრებისადმი მეტოქეობის სურვილი წამოჭრა. როგორც მისი კომენტარები მიგვანიშნებს, ელ გრეკო მიიჩნევდა ტიციანს, მიქელანჯელოსა და რაფაელს როგორც მეტოქეებს. მე-17 საუკუნის ქრონიკაში გიულიო მარსინმა ელ გრეკო შეეიყვანა იმ მხატვრების რიცხვში, რომლებმაც შეძლეს, სხვადასხვა გზით, გადაეფასებინათ მიქელანჯელოს სწავლულები.

გრეკომ, არაკონვექციური მხატვრული შეხედულებების (ისეთი, როგორიცაა მიქელანჯელოს ტექნიკის უარყოფა) რომში მტრები შეიძინა. არქიტექტორმა და მწერალმა პირო ლიგორიომ მას ,,სულელი უცხოელი’’ უწოდა. ახლადაღმოჩენილი
საარქივო მასალები გადმოგვცემენ შეხლა შემოხლის ფაქტს ფარნესთან, რომელმაც აიძულა ახალგაზრდა მხატვარი, დაეტოვებინა მისი სასახლე. 1572წ 6 ივლისს ელ გრეკომ უჩივლა ფარნესს. ღამოდენიმე თვის შემდეგ, 1572წ 18 სექტემბერს ელ გრეკომ გადაუხადა საწევრო გადასახადი წმინდა Lუკას საამქროს, რომში, როგორც მინიატურულმა მხატვარმა. ამავე წლის ბოლოს ელ გრეკომ გახსანა საკუთარი სახელოსნო და თანაშემწეებად დაიქირავა მხატვრები: ლატანზიო ბონასტრი, დე ლუსიგნანო და ფრანცისკო პრებოსტე.
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 1367 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 iakobi  
0
dzalian magaria

1 iakobi  
0
dzalian magaria

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0