ელენე ახვლედიანი დაიბადა 1898 წლის 18 აპრილს ქალაქ თელავში. ლენე ახვლედიანი პარიზში ცხოვრების პერიოდში იღებდა მონაწილეობას გამოფენებზე. ერთ-ერთ გამოფენაზე პარიზში „შემოდგომის სალონში" (1924 წ). პიკასომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ე. ახვლედიანის ტილოს „კახეთი, ზამთარი" და ყიდვა მოისურვა რაზეც ე. ახვლედიანმა ჩვეული პირდაპირობით უპასუხა: „ეს ნამუშევარი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს არ გავყიდი"-ო. შემდეგ მათიუ ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა და პაბლომ თავისი ავტოლიტოგრაფიაც აჩუქა. დამოუკიდებელ სალონში" მოწყობილ გამოფენაზე კი, პოლ სინიაკმა მოისურვა მისი სურათის შეძენა. ორი ტილო იყო გამოფენილი „ძველი თბილისი" და „ქართული პეიზაჟი". ელენეს საჩუქრად უნდოდა რომ ებოძა, მაგრამ სინიაკმა საჩუქრის სახით არ მიიღო და ხუთასი ფრანკი გაუგზავნა.სახლ-მუზეუმში დაცულია პარიზის პერიოდის „კოლოროსის აკადემიაში" შესრულებული ე.წ. სწრაფი ჩანახატები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. იქ არის შიშველი ნატურა „ნიუს სერია". ჩანახატი ყოველ ხუთ წუთში უნდა გაკეთებულიყო ნატურის მოძრაობის შესაბამისად. ჩანახატები შესრულებულია სანგინით და ფანქრით. ამ ჩანხატებში შეიმჩნევა ფიგურათა მოძრაობის ხასიათი, ფორმატის მახვილი დანახვა, იგრძნობა ნატურის ზედმიკწევნითი ცოდნა და ძლიერი ხელი.1927 წ. ელენე ახვლედიანი დედის ავადმყოფობის გამო სამშობლოში დაბრუნდა. აწყობს გამოფენებს თბილისში, თელავში, ქუთაისში, სადაც ქართველი საზოგადოება ეცნობა საფრანგეთიდან ჩამოტანილ ნამუშევრებს. ე. ახვლედიანი იყო ძალიან პროდიქტიული მხატვარი, მისი ცხოვრების პერიოდში მონაწილეობდა არა მარტო საქართველოში მწოყობილ გამოფენებზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გარდა მუზეუმებისა, მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებშიც. ელენე ახვლედიანი იყო საქართველოს სახალხო მხატვარი (1960წელი) და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971წ.) გარდაიცვალა 1975წ. თბილისში. დღეს მისი საცხოვრებელი სახლი სახლ-მუზეუმადაა გამოცხადებული.
|