გუსტავ კლიმტი
(Gustav klimt) (14 ივლისი, 1862წ – 6 თებერვალი,1918წ)
ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი
და ვენის არტ-ნუვო (ასევე
მოდერნი,სეცისიონ) მოძრაობის
წევრი. მის მთავარ ნამუშევრებს
შორისაა ფერწერული
ტილოები,ფრესკები,სკეტჩები
და სხვა ხელოვნების ნიმუშები,
რომელთა უმრავლესობა გამოფენილია
ვენის სეციონ გალერეაში.
კლიმტის მთავარი სუბიექტი
ქალის სხეული იყო და მის
ნამუშევრებში ხაზგასმულია
გულწრფელი ეროტიზმი.მისი
გრაფიკული ნამუშევრები
(რომელიც მან დიდი რაოდენობით
შექმნა) საყოველთაოდ მიიჩნევა
მის უდიდეს დანატოვრად.
კლიმტის ნამუშევრები
გამოირჩევა მოკაშკაშე
ოქროსფერითა და ფერადი
დეკორაციებით რომელიც ფარავს
ნახატის უფრო ეროტიულ პოზიციებს
რაზეც დაფუძნებულია მისი
სემოქმედების დიდი ნაწილი
ეს შეიძლება დავინახოთ მის
ნახატებში: იუდით 1 ( Judith 1 (1908)) ,
კოცნა (The Kiss (1907-1908)) და განსაკუთრებით
დანაე (Danae (19070)). მისი ნახატების
მთავარ თემად დომინირებდნენ
ქალები (საბედისწერო ქალები).
ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ
რომ კლიმტის შემოქმედებაზე
გავლენა ჰქონდა ეგვიპტურ,მინოსურ,ძველ
ბერძნულ და ბიზანტიურ თემებს.
კლიმტი შთაგონებული იყო ალბერტ
დიურერიტ,გვიანდელი შუა
საუკუნეების მხატვრობითა
და იაპონური სკლოლით. მისი
ნამუშევრები დამახასიათEბელია
როგორც ადრინდელი ნატურაკლისტიკური
სტილით რომელსიც გამოყენებულია
სიმბოლოები და სიმბოლური
ელემენტები რათა ხაზი გაესვას
ნახატში ფსიქოლოგიურ იდეებსა
და ხელოვნების თავისუფლებას
ტრადიციონალური კულტურისაგან.
გუსტავ კლიმტი დაიბადა
ავსტრიაში, ბაუმგარტენში,
ვენის მახლობლად. ოჯახში შვიდი
შვილიდან მეორე იყო. მამამისი
ერნსტ კლიმტი მხატვარი-გრავიორი
და იუველირი იყო.
1879-83 წლებში ვენის სამხატვრო-სახელოსნო
სკოლაში სწავლობდა
(Kunstgewerbeschule), სადაც არქიტექტურული
დეკორატორის განათლება მიიღო.
პროფესიული კარიერა ინტერიერის
მიურალების ხატვით დაიწყო
რინგშტრასეზე საზოგადოებრივ
შენობებში. შემდეგ ავსტრო-უნგრეთის
პროვნციების თეატრების კედლებს
ხატავს. უკვე 1880 წელს იღებს
სერიუზოულ შეკვეთას - ”ოთხი
ალეგორია”. 1885-6 წლებში ძმასთან
და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც
მატჩთან ერთად აფორმებს ვენის
ბურგთეატრსა და სამხატვრო-ისტორიულ
მუზეუმს. ბურგთეატზე მუშაობის
დასრულების შემდეგ იმპერატორი
ფრანც იოსიფი კლიმტს ოქროს
ჯვრით აჯილდოებს ხელოვნებაში
დამსახურების გამო.
1911 წელს რომში მსოფლიო გამოფენაზე
მისმა ნამუსევარმა სიკვდილი
და სიცოცხლე მიიღო პირველი
ადგილი.1915 წელს მისი დედა ანა
გარდაიცვალა .კლიმტს კი სამი
წლის შემდეგ ვენაში დამბლა
დაეცა და იტანჯებოდა პნევმონიით,
გადაიცვალა 1918 წლის 6 თებერვალს.
იგი დაკრძალულია ჰიეტზინგის
(Hietzing) სასაფლაოზე ვენაში. ბევრი
მისი ნამუშევარი დაუმთავრებელი
დარჩა. კლიმტის ნამუშევრები
ერთერთი ყველაზე ძვირადღირებულია
მშოფლიოში.
1907 წელს Neue Galleri-ში ნიუ იორკში
ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტ-ში
რონალდ ლოდერმა 135 მილიონი
დოლარი გადაიხადა .ეს არის
ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული
ნახატი კლიმთის ნამუშევრებში.
powered by Drupal - templa