შაბათი, 2024-12-21, 7:53 PM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20 » იან ვერმეერი
12:58 PM
იან ვერმეერი
იან ვერმეერი XVII საუკუნის ჰოლანდიელი ფერმწერია. 1632 წელს ქალაქ დელფტში, ბერგერ ვერმეერს შეეძინა ვაჟი იოანესი (იანი). მომავალი დიდი მხატვრის მამას ჰქონდა სასტუმრო, აწარმოებდა მოდურ აბრეშუმს და ხანდახან სურათებითაც ვაჭრობდა. იანი იზრდებოდა წელგამართულ ოჯახში, სადაც მკაცრი წესრიგი სუფევდა. ბავშვობის წლები უდარდელად მიდიოდა, რაც უფრო იზრდებოდა, მეტად აკვირდებოდა მამამისთან მოსულ გრძელთმიან მხატვრებს, რომლებიც ნამუშევრებს უტოვებდნენ მამას. ყმაწვილობაში თვითონვე მოსინჯა ფუნჯი. ოჯახში ამით არ აღფრთოვანებულან, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ.
1653 წელს მხატვართა წმ. ლუკას სახელობის გილდიამ თავის რიგებში მიიღო ახალგაზრდა ვერმეერი. ამ დროისთვის ის დაქორწინებული იყო ეკატერინე ბოლნესზე. მასთან ეყოლა რვა ბავშვი. ცხოვრობდა სიდედრთან წითელი აგურის სახლში. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, შეკვეთებიც ჰქონდა, რადგან დიდ ოჯახს რჩენა სჭირდებოდა. 1654 წ. დელფტში აფეთქდა დენთის საწყობები, რამაც შეიწირა ვერმეერის მასწავლებლის ნიჭიერი კარელ ფაბრიციუსის სიცოცხლე, რომელიც ძალიან ბევრს პირდებოდა ვერმეერს. ვერმეერი შეძრა მასწავლებლისა და მეგობრის სიკვდილმა. საერთოდ მისი ბიოგრაფიული დოსიე ძალიან მწირია. ჩვენ არ შემოგვრჩენია არც მხატვრის ჩანაწერები, არც დღიურები, მხოლოდ შემთხვევითი ცნობები მისი თანამედროვეებისგან. არადა იგი არ იყო განზე მდგარი, პასიური ადამიანი, იგი მაღალ თანამდებობაზეც მუშაობდა მხატვართა გილდიაში, ამავე დროს იყო ექსპერტიც რომაული და ვენეციური ტილოებისა. თავის ტილოებს საკმაოდ ძვირადაც ჰყიდდა, მაგრა მუშაობდა ძალიან ნელა. წლსიწადში ორ ნამუშევარს თუ დაამთავრებდა, ამიტომ საფიქრელია, რომ იგი შემოსავლის სხვა წყაროებითაც სარგებლობდა. მისი დიდი მფარველი და შემოქმედების დამფასებელი გახლდათ (სხვათა შორის მეფუნთუშე) ჰენდრიკ ვან ბუიტენი. შემონახული ფრანგი დიდებულის ჩანაწერი, რომელიც გაკვირვებულია, რომ ვერმეერის ნახატში ,,მეფუნთუშეს 600 ლივრი გადაუხდია, თანაც ნახატზე მხოლოდ ერთი ფიგურაა გამოსახული, მისი აზრით 6 პესადაც კი არ ღირდა”. ამ გადასახედიდან სასაცილოა ნამუშევრის ფასზე იმსჯელო ფიგურების რაოდენობის მიხედვით.
მხატვარი გარდაიცვალა 43 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დარჩა ცოლი და 8 ბავშვი, ბევრი დაუმთავრებელი ტილო, არ არის სემორჩენილი მისი ავტოპორტრეტიც. ჩვენ არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა ვერმეერი, მან გამოსახა თავი ერთ ტილოზე ,,მხატვრის სახელოსნო”, სადაც იგი ზურგითაა ჩვენსკენ მობრუნებული, ტილო ისეთი სიზუსტითაა შესრულებული, გვიჩნდება სურვილი დავუძახოთ მხატვარს,,მობრუნდით იან! დაგვანახეთ თქვენი სახე!”
უცნაურია, მაგრამ ასეთი გენიალური მხატვარი, მხოლოდ ბრმა შემთხვევამ აღმოაჩინა XIX საუკუნის შუა წლებში. ფრანგი კრიტიკოსი ტორე_ჰააგის მუზეუმის შესწავლისას იყო შოკირებული ერთი ნამუშევრით, რომელსაც ,,დელფტის ხედი” ერქვა, ავტორი კი თან ვერმეერი გახლდათ. შემდგომში ტორემ, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ვერმეერის შემოქმედებას. მან თავისი აღრფთოვანება გადასდო ხელოვნების ისეთ დამფასებლებს როგორებიც იყვნენ თეოფილე გოტიე, ძმები გონკურები და მაქსიმ დიუკანი. ათი წლის ძიების შემდეგ თითქმის ყველა ნახატი აღმოჩენილ იქნა, მაგრამ ვერმეერის ტილოები 40-ს არ აღემატებოდა. სიმცირის გამო ფასები წარმოუდგენლად მაღალია მის ნამუშევრებზე, რადგან ყველა დიდ მუზეუმს აქვს პრეტენზია, რომ ფლობდეს ვერმეერის შედევრებს.
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 9598 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 4.4/21
სულ კომენტარები: 171 2 »
17 deakuna  
0
:*

16 deakuna  
0
magariaaaaaa!:)

15 balu {TWDAWDAWDA] chuch*****  
0
dzalian kargi iyo da gamomadga :*

14 balu {TWDAWDAWDA] chuch*****  
0
:* :* :* :* :* :* :*

13 ნიკა  
0
მადლობა დიდი

12 ana  
0
mainteresebs

11 Tamuna is sharing 300 coins!  
0
ბლაბლაბლაბლაბლაბლა ::D :D :D :D :D

10 TAKO  
0
მადლობა

9 sofiii  
0
diiiiiiiiiiiidiiiiiiiiiii madlobaaa... dzaan gamomadga

8 mari  
0
momwons es pilmii

1-10 11-17
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0