ხუთშაბათი, 2024-04-18, 5:00 PM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20 » ქუთათელაძე გურამ
1:47 PM
ქუთათელაძე გურამ
ცნობილი ქართველი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გურამ (ხიტა) აპოლონის ძე ქუთათელაძე დაიბადა 1924 წლის 29 მარტს, ცნობილი ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში.აპოლონ ყარამანის ძე ქუთათელაძე იყო ცნობილი ქართველი ფერმწერი, სსრკ-ს სახალხო მხატვარი,სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი (1959-72).ამ გარემოში და ამ პირობებში გაზრდილი ბავშვი, ნიჭი რომც არ ჰქონოდა, არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ფუნჯისა და საღებავების მოტრფიალე, მით უმეტეს როცა ეს მემკვიდრეობითაა. ის 1930 წელს შევიდა თბილისის 16-ე საშუალო სკოლაში და მამის ხელმძღვანელობით დაიწყო მეცადინეობა ხატვასა და ფერწერაში. მისი მხატვრული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოვლინდა, სწორედ ამიტომ 1937 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ბავშვთა ნახატების საერთაშორისო გამოფენაში, სადაც დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.გურამ ქუთათელაძე ხშირად აწყობდა მინი გამოფენებს ოჯახურ წრეში. მის ბავშვობის ნახატებში ნათლად იგრძნობოდა ნიჭიერი მხატვრის ხელი. მისი ნახატები დიდ აღფრთოვანებას იწვევდა მნახველთა შორის. იგი არ ყოფილა წარჩინებული მოსწავლე, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა შეექმნა საკმაოდ შინაარსობრივი ტილოები. 1940 წელს მან დაამთავრა სკოლა, ამავე წელს შევიდა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში, ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ოსმერკინი და გერასიმოვი. 1942 წელს გურამ ქუთათელაძე მოსკოვში სწავლას თავს ანებებს და აგრძელებს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში - 1944 წლამდე. მისი მხატვრული განათლება აქ არ მთავრდება. შემოქმედებით სურვილს ხატვისას ის ისევ მოსკოვში მიჰყავს და 1945 წელს სწავლას აგრძელებს მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში. მისი მასწავლებელი ოსმიორკინი იყო, რომელიც რევოლუციური პერიოდის მოძრაობის ე.წ. ,,Бубновый балет"- ის წევრი. გურამ ქუთათელაძეც ამ მოძრაობაში გაწევრიანდა. ამ მოძრაობის წევრებს მეორენაირად ეძახდნენ სეზანისტებსაც. მოსკოვში სწავლის დროს გურამი ხდება ე.წ. ,,Andergraund” (იატაკქვეშა) მხატვართა საზოგადოების მხატვარი. მისი ნახატების უმრავლესობა იქმნებოდა სამშობლოს, თავისუფლების უქონლობის თემაზე. ეს პროტესტს იწვევდა მაშინდელ კომუნისტურ ხელმძღვანელობაში და მხატვარიც დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა. გურამ ქუთათელაძის დროს სურიკოვის ინსტიტუტში რექტორი იყო მადოროვი. 1949 წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც გურამს სამხატვრო ინსტიტუტი უნდა დაემთავრებინა, კონფლიქტი მოუვიდა რექტორთან და გურამმა მას სილა გააწნა. ამის გამო გურამ ქუთათელაძე მოსკოვიდან ,,მგლის ბილეთით" გამოუშვეს. ეს ფაქტი მაშინდელ დროში ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ მხატვრისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. იგი დაბრუნდა თბილისში და აქ განაგრძო თავისი მოღვაწეობა. ქმნიდა არაჩვეულებრივ ტილოებს. მას ეკუთვნის ნახატების სერია - ,,ქართლის პეიზაჟები", ,,გურია", ,,შემოდგომა", ,,ფიროსმანი" და ასე შემდეგ... 1955 წლისთვის იგი მიიღეს საბჭოთა მხატვართა საზოგადოებაში. 1958 წელს მონაწილეობდა საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენაში მოსკოვში.1961 წელს კი მონაწილეობა მიიღო საკავშირო მხატვართა გამოფენაში, რომელიც ეძღვნებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXIV ყრილობას. 1965 წელს გურამ ქუთათელაძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. იგი შემდეგ იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1965 წლიდან. ხოლო 1974 წლიდან გახდა პროფესორი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქუთათელაძის შემოქმედების მთავარი თემაა პეიზაჟი, მის სურათებს ახასიათებს ფერთა სიმდიდრე და მხატვრული ენის დახვეწილობა. მან 1963 წელს შექმნა ნამუშევრები- ,,გაზაფხული" და ,,ზაფხული". ამ ნახატებს მოსდევს ,,ქართლის პეიზაჟი". 1970 წელს იგი მონაწილეობას იღებს ლენინის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაში. 1972 წელს შექმნა ნახატები - ,,ნატურმორტი თეთრი სუფრით", ,,ძველი საბურთალო", 1973 წელს ,,პეიზაჟი ლურჯი ცით". ეს არაჩვეულებრივი ნიჭიერი და დიდი მხატვარი ავადმყოფობამ შეიწირა და 1977 წელს მისი სული ზეცისკენ, მარადიული სამყოფელისაკენ გაეშურა. ფიროსმანის მსგავსად გურამმაც სიკვდილის შემდეგ დიდი აღიარება ჰპოვა. 1980 წელს მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა, ცისფერ გალერეაში. 1982 წელს მან მიიღო რუსთაველის პრემია. მისი ნამუშევრებიდან რამდენიმე იმყოფება უცხოელი კოლექციონელების საკუთრებაში. მაგალითად ერთ-ერთი ნახატი არის მიუნხენში და კარლ ლუდვიმის საკუთრებად ითვლება. ასევე გერმანელ ვინმე გლეიზერს აქვს შეძენილი მისი ორი ნამუშევარი. რაც ყველაზე საინტერესოა ამ არაჩვეულებრივი მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევარი აქვს საქართველოს კათალიკოს პატრიარქსაც. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია II დიდი მოტრფიალეა გურამ ქუთათელაძის    
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 10331 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 1
1 douae97  
0
http://medimax.mediaplace.biz/buy-zithromax-usa.html - [IMG - http://maximalblog.net/AZIPICS/2012-05-07_00056.jpg[/IMG -

http://medimax.mediaplace.biz/buy-zithromax-usa.html - [IMG - http://maximalblog.net/AZIPICS/imagesenter.jpeg[/IMG -

azithromycin and milk

http://winnahundfilm.posterous.com - cheap zithromax 500mg online

pediatric zithromax dosing

http://medlabsearch.webs.com - antibiotic azithromycin and alcohol

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0