კვირა, 2024-12-22, 7:12 AM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20 » ველასკესი დიეგო
12:54 PM
ველასკესი დიეგო
დიდმა ესპანელმა მხატვარმა როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესმა, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნას ევროპულ ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჭარბობს რელიგიური, ისტორიული, ყოფითი თემები.

დიეგო ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში, მამამისი დონ ხუან როდრიგეს დე სილვა უძველეს პორტუგალიელ აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო, დედა - დონია ხერონიმა ველასკესი - სეველიელი, ასევე მაღალი წოდების, დიდგვაროვანთა ქალიშვილი იყო.
დიეგოს პირველი მასწავლებელი იყო ფრანსისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ერერას სახელოსნოს კედლებში ყალიბდება დიეგო ველასკესის ინდივიდუალური ხელწერა. ამის შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება, ის არის რომ არ ზღუდავდა ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას.
1618 წლის 23 აპრილს, ველასკესი დაქორწინდა ფრანჩესკო პაჩეკოს ქალიშვილ ხუანაზე.


სევილიური პერიოდი


ახალგაზრდა მხატვარმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა მშობლიურ სევილიაში. 1617 წლის 14 მარტს დიეგო ველასკესს ქალაქ სევილიის ხელისუფლებმა მისცეს დოკუმენტი, რომელიც მას უფლებას აძლევდა „მოეხატა ტაძრები და საზოგადოებრივი ადგილები, ჰყოლოდა მოწაფეები". ახალგაზრდა მაესტროს ხელოვნების ოსტატის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდის სურათებია: „საუზმე"(1618წ.), „მოგვების თაყვანისცემა"(1619 წ.), „მოხუცი მზარეული"(1620 წ.), „ქრისტე მარია და მართას სახლში"(1620 წ.).
1622 წელს მაესტრო გაემგზავრა მადრიდში. მისი სანუკვარი სურვილი იყო დაეხატა მეფის პორტრეტი და დაეთვალიერებინა ესკორიალი - მეფების ქალაქგარეთ განლაგებული უზარმაზარი სასახლე. მიუხედავად თანამემამულეთა მცდელობისა ველასკესი ვერ მოხვდა მეფის კარზე. მას მოუწია სევილიაში დაბრუნება. მადრიდიდან წამოსვლდან წელიწადნახევრის განმავლობაში მაესტროს მიერ შექმნილმა ბევრმა პორტრეტმა ქალაქის საუკეთესო მისაღები დარბაზები დაამშვენა.


მეფის კარის მხატვარი


1623 წელს ველასკესმამიიღო ბარათი დონ ხუან ფონსეკასაგან, რომელიც მეფის კაპელანი იყო. ის წერდა, რომ მას მეფის კარზე ელიან. მადრიდში ჩასვლისთანავე ველასკესმა დახატა დონ ფონსეკას პორტრეტი. მაესტროს ეს ნამუშევარი სასახლის კარზე წარადგინეს. ამჯერად აღიარება სწრაფად ეწვია ახალგაზრდა მაესტროს. ყველა ხოტბას ასხამდა ველასკესს. თვით მეფე ფილიპ IV- მაც იხილა ველასკესის ეს ტილო, რომელიც ხელოვნების კარგ მცოდნედ და დამფასებლად ითვლებოდა. მეფემ სურვილი გამოთქვა, მხტვარს მისი პორტრეტიც დაეხატა.
სურათმა („ფილიპ IV პორტრეტი") მხატვარს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ველასკესმა მეფის კარის მხატვრის წოდება მიიღო. 1628 წელს, მადრიდში განთქმული მხატვარი პიტერ პაულ რუბენსი ჩამოვიდა. ფილიპე IV -მ რუბენსს თავისი კარის მხატვარი წარუდგინა. დიდმა ფლამინდიელმა ბევრი რამ ასწავლა მადრიდელ მხატვარს, იგი მოიხიბლა არა მარტო ველასკესის ბრწყინვალე ხელოვნებით, არამედ მოკრძალებით და თავმდაბლობითაც. ვარაუდობენ რომ მითოლოგიური სურათი „ბახუსი"(1629 წ.) უშუალოდ რუბენსის გავლენის შედეგია.


მოგზაურობა იტალიაში


1629 წელს 30 წლის ველასკესი ჩადის იტალიაში - რომში, ვენეციაში. სწავლობს ტიციანს, ტინტორენტოს. უფრო იხვეწება მისი ხელოვნების მანერა. ველასკესი დიდხანს უმზერდა დიდოსტატთა ქმნილებებს და სწავლობდა მათგან გასაოცარ ხელოვნებას. დღეში რამდენიმე საათს ანდომებდა იგი სურათებიდან ასლების გადმოღებას. იტალიურ ხელოვნებასთან ზიარებამ ველასკესის მხატვრობის სტილზე გავლენა იქონია - ის გახდა ბევრად უფრო თავისუფალი და ბრწყინვალე, ადრე მხატვრის ტილოებზე ჭარბობდა მუქი, თითქმის შავი საღებავები. ახლა ისინი ღია, მდიდრულმა ფერადოვანმა შეხამებებმა შეცვალა. ამ მოგზაურობის შედეგია „ვულკანის სამჭედლო"(1930წ.)
1631 წელს ესპანეთში ბრუნდება. იქმნება პორტრეტები. ველასკესი ასრულებდა მეფის, მისი ოჯახის წევრების, მთავრობის მეთაურების და სხვათა პორტრეტებს. ისინი ძირითადად გარეთაა გატანილი, ანუ გადმოიცემიან ნადირობისას, ბუნების წიაღში, ცხენზე ჯირითისას და ა. შ. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში შექმნილი პორტრეტები: „ფილიპე IV" -ს მრავალი ვარიანტი, „გრაფი ოლივარესი ცხენზე"(1634 წ.), „დედოფალი იზაბელა"(1934 წ.), „პრინცი ბალთაზარი". 1634 წელს ველასკესმა შექმნა საუკეთესო ნამუშევარი „ბრენდის ჩაბარება". მაესტრო ტილოზე ცხოვრებისეული სიმართლის ერთგული დარჩა. სწორედ სიმართლემ მოუპოვა მის ქმნილებას უკვდავება და იგი ისტორის ცოცხალ მატიანედ წარმოგვიდგა.
1630-1640 წლებში ველასკესმა შექმნა მასხარებისა და ჯუჯების პორტრეტების სერია. მათი მომღიმარი სახეების მიღმა უდიდესმა მხატვარმა აღმოაჩინა, ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობა. მათგან მნიშვნელოვანია „ეზოპე" და „მენიპი". თავის მელანქოლიური, გამოფიტული და ჩამქრალი გამოხედვით ეზოპე ყოფიერების საიდუმლოებას ჩახვედრილ, ცხოვრების ნამდვილი სიბრძნისა და ფასის მცოდნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
1643 წელს გამოჩენილმა მხატვარმა სასახლის კამერდინის წოდება მიიღო. ამ პერიოდს მიეკუთნება ველასკესის შედევრი „ვენერა სარკის წინ", ამ დროისათვის ძალიან უჩვეულო სურათი იყო. მასში შიშველი ქალია გამოსახული, რაც ესპანეთის ეკლესიის მიერ იკრძალებოდა.
1649 წელს ველასკესი მეორედ მიდის იტალიაში. მხატვარმა შექმნა თავისი შემოქმედების გვირგვინი - „პაპ ინოკენტი მეათის პორტრეტი"(1650 წ.) . პაპის სახეში ერთდროულად ჩანს ჭკუაც, გონებაც და სისასტიკეც ეს პორტრეტი მსოფლიო ხელოვნების შედევრად აღიარეს. საუკუნეებს გადასცა პორტრეტმა მხატვრის შესანიშნავი ოსტატობა, მისი დევიზი - სიმართლე უპირველეს ყოვლისა. რომის პაპმა ინოკენტი X -მ დიეგო ველასკესს დიდი ჯილდო გადასცა - ოქროს ჯაჭვიანი მედალიონი, რომელშიც თვით ინოკენტი X -ის ფერადი ქვებით მოოჭვილი პორტრეტი იდო. მხატვარმა დაიპყრო იტალიელთა გულები. ის არჩეულ იქნა წმინდა ლუკას აკადემიის წევრად. მისმა წარმატებამ საშუალება მისცა მხატვარსა და ესპანელ მხატვართა ბიოგრაფიების ცნობილ ავტორს დონ ანტონიო პალომინო ი ველასკესოსო, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ეთქვა: „ ჩვენი ველასკესი იტალიაში ჩავიდა არა იმისათვის, რომ ისწავლოს, არამედ იმისათვის, რომ ასწავლოსო. თუ პირველ ჩასვლაზე ეს ზოგადი თქმა უდავოდ გადაჭარბება იქნებოდა, სამაგიეროდ, ოცი წლის შემდეგ ვითარება იცვლება. ველასკესიც დიდოსტატია.


მადრიდში დაბრუნება


1650 - იანი წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ველასკესის შემოქმედებაში. ის ქმნის სასახლის კარის ბავშვებისა და ქალბატონების პორტრეტებს. ფსიქოლოგიური ხასიათით გამოირჩევა ასაკოვანი ფილიპ IV -ის პორტრეტი. ველასკესის შედევრებს შორის გამოირჩევა „მენინები"(1656 წ.), „მრთველები"(1657 წ.)
ედუარდ მენემ ველასკესს „მხატვართა მხატვარი" უწოდა. ოსტატთა შორის დროთა მანძილზე რემბრანტსა და რუბენსსაც კი არა ჰყოლია თაყვანისმცემელთა ასეთი მასა.
1651 წელს ველასკესი ბრუნდება მადრიდში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მაესტრო პეიზაჟების სერიაზე მუშაობას განაგრძობს. წერს „ხეივანს სამეფო ბაღში", „შადრევნებს სამეფო ბაღში". ველასკესმა შექმნა „ინფანტა მარგარიტა"-ს ექვსი პორტრეტი, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ იზრდება და იცვლება მარგარიტას სახე. 1959 წელს ველასკესი დაინიშნა სასახლის სახლთუხუცესად. მეფემ ველასკესი გადასცა ესპანეთის უმაღლესი ორდენი - სანტიაგოს ჯვარი. .
1660 წელის 6 აგვისტოს სამოც წელს გადაცილებული, განუზომელი შრომით დაქანცული ველასკესი ციების მსხვერპლი ხდება. მადრიდში ჩაესვენა ესპანური ხელოვნების მნათობი. მის ძეგლს სევილიაში ამკობს წარწერა: „სიმართლის მხატვარი".
მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრები ასეული წლების შემდეგაც ხედავდნენ ველასკესის ფერწერაში დიდ აზრებსა და უზარმაზარ გრძნობებს.  
კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 3270 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0