კვირა, 2021-04-18, 4:52 PM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  აპრილი 2021  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930


მთავარი » მასალის არქივი
გენიალური მხატვარი, ვინსენტ უილიამ ვან გოგი, რომელმაც თავისი თითქმის ყველა შედევრი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა, 1853 წლის 30 მარტს ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა, რომელიც სამხრეთ ნიდერლანდებში მდებარეობს. ვან გოგი იყო ანა კორნელია კარბენტუსისა და თეოდორუს ვან გოგის ვაჟი. თეოდორუსი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს, რომელსაც 1811 წელს ლეიდენის უნივერსიტეტის საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმეტყველების ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.

ვან გოგის დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ 1857 წლის 1 მაისს, დაიბადა მისი ძმა თეოდურუსი. მას კიდევ ერთი ძმა კორი და სამი და, ელიზაბეტი, ანა და ვილი ჰყავდა. ბავშვობაში ვან გოგი ძალიან
სერიოზული, ჩუმი და გონი ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1712 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

იან ვერმეერი XVII საუკუნის ჰოლანდიელი ფერმწერია. 1632 წელს ქალაქ დელფტში, ბერგერ ვერმეერს შეეძინა ვაჟი იოანესი (იანი). მომავალი დიდი მხატვრის მამას ჰქონდა სასტუმრო, აწარმოებდა მოდურ აბრეშუმს და ხანდახან სურათებითაც ვაჭრობდა. იანი იზრდებოდა წელგამართულ ოჯახში, სადაც მკაცრი წესრიგი სუფევდა. ბავშვობის წლები უდარდელად მიდიოდა, რაც უფრო იზრდებოდა, მეტად აკვირდებოდა მამამისთან მოსულ გრძელთმიან მხატვრებს, რომლებიც ნამუშევრებს უტოვებდნენ მამას. ყმაწვილობაში თვითონვე მოსინჯა ფუნჯი. ოჯახში ამით არ აღფრთოვანებულან, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ.
1653 წელს მხატვართა წმ. ლუკას სახელობის გილდიამ თავის რიგებში მიიღო ახალგაზრდა ვერმეერი. ამ დროისთვის ის დაქორწინებული იყო ეკატერინე ბოლნესზე. მასთან ეყოლა რვა ბავშვი. ცხოვრობდა სიდედრთან წითელი აგურის სახლში. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, შეკვეთებიც ჰ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 8522 [ 17 ] | |  სრულად ნახვა |
 

დიდმა ესპანელმა მხატვარმა როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესმა, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნას ევროპულ ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჭარბობს რელიგიური, ისტორიული, ყოფითი თემები.

დიეგო ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში, მამამისი დონ ხუან როდრიგეს დე სილვა უძველეს პორტუგალიელ აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო, დედა - დონია ხერონიმა ველასკესი - სეველიელი, ასევე მაღალი წოდების, დიდგვაროვანთა ქალიშვილი იყო.
დიეგოს პირველი მასწავლებელი იყო ფრანსისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ერერას სახელოსნოს კედლებში ყალიბდება დიეგო ველასკესის ინდივიდუალური ხელწერა. ამის შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება, ის არის რომ არ ზღუდავდა ვ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 2519 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

დაიბადა 1925 წლის 25 დეკემბერს. პირველი განათლება მიიღო ბათუმის საშუალო სკოლაში. მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ზღვისპირა ქალაქმა, უყვარდა ზღვა, გემები და მზის ჩასვლა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში. დადიოდა პიონერთა სასახლეში, სადაც ხატვას ასწავლიდა მხატვარი გრიგოლ მესხი, რომელიც გამორჩეულ მოწაფეებს მზუნველობდა. როდესაც ომი დაიწყო და ელგუჯას ოჯახი იძულებული გახდა სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად, მესხი წერილებს წერდა ნიჭიერ მოწაფეს, რომ მხატვრობა არ მიეტოვებინა, ურჩევდა რაც შეიძლება მეტი ემუშავა და მომზადებულიყო სამხატვრო აკადემიაში შესასვლელად. 1944 წელს დაამთავრა სოფელ ცხემლისხიდის სკოლა და იმავე წელს გამოცდები ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მხატვარს ამ დროს მეგობრები ეხმარებოდნენ, შეძლებისდაგვარად ამარაგებდნენ ტილოებით, საღებავებით და ფუნჯებით. ის ჩაირიცხა ფერწერის ფაკულტეტზე, მაგრამ ორი კურსის ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1460 [ 1 ] | |  სრულად ნახვა |
 

დიურერი ნიურბერგერი იყო. მისი მძიმე ცხოვრება მჭიდროდ აკავშირებდა მის ცხოვრებას მშობლიური ქალაქის კულტურასთან. ის ხშირად გადიოდა უცხო ქვეყნებში, მრავალი უცხო ქალაქი ნახა თავის ცხოვრებაში, რომლებსაც შემდეგ აღტაცებით იხსენებდა, მაგრამ ყველაზე მაცდური შემოთავაზებაც კი ვერ აიძულებდა მას დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და დარჩენილიყო სადმე შორს, ნიურბერგიდან. თუმცა, არაერთხელ ჩიოდა ის იმას, რომ გერმანიაშიც ცუდად აფასებენ და ცოტას უხდიან მხატვარს, თვითონვე ამბობდა, ნიურბერგის მიმართ სიყვარულმა აიძულა, ეცხოვრა სამშობლოში.

დიურერი დაიბადა ნიურბერგელი იუველირის ოჯახში 21 მაისს 1471 წელს. მამამისი ალბრეხტ დიურერი-უფროსი, წარმოშობით იყო უნგრეთიდან. ის წამოვიდა უნგრული, ან შესაძლებელია გერმანულ ოჯახიდან, რომელიც ცხოვრობდა სოფელ ეიტასში და ოდითგანვე მისდევდა მეცხოველეობას. ალბრეხტ დიურერი-უფროსი, პირველი არ იყო თავის საგვ ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1835 [ 1 ] | |  სრულად ნახვა |
 

XX საუკუნის დასაწყისში მხატვრობაში მრავალი ახალი მიმდინარეობა გაჩნდა. მხატვრები სულ უფრო თამამ ექსპერიმენტებს ახარციელებდნენ, რასაც მათი თანამედროვე ცხოვრება და ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი თეორიებიც უწყობდა ხელს. ამ მოვლენას ზოგჯერ "ავანგარდულ” მხატვრობას უწოდებდნენ. ამ სტილის მხატვრებმა კიდევ ერთი მოძრაობა "სურეალიზმი” შექმნეს. მათი შტაგონება იყო ადამიანის გონება, მისი არაცნობიერი ნაწილი და სიზმრები. სურეალიზმზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის თეორიებმა.ამ მიმდინარეობას ერთ-ერთი უძლიერესი ფანტასტი, სურეალისტი და იმპრესიონისტია სალვადორ ფელიპ ჟასნტ დალი დომენიკი (ესპ. შალვადორ Fელიპ ჟაცინტ Dალი Dომენიცჰ) (* 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია _ 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
სალვადორ დალი დაიბადა 190 ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1766 [ 2 ] | |  სრულად ნახვა |
 

რეალიზმისათვის მებრძოლმა, თავისუფლების მომღერალმა კურბემ, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა, მის მიღებაზე მტკიცე უარი განაცხადა და თავისი პროტესტი შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: ”მე 50 წლისა ვარ და ყოველთვის თავისუფლად ვცხოვრობდი. ნება მიბოძეთ, თავისუფლადვე დავამთავრო მე ჩემი არსება, როდესაც მე მოვკვდები ჩემზე უნდა თქვან: იგი არასოდეს არ ეკუთვნოდა არცერთ სკოლას, არცერთ ეკლესიას, არცერთ დაწესებულებას და განსაკუთრებით, არცერთ რეჟიმს, გარდა თავისუფლების რეჟიმისა.”

ასეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ კაცობრიობის უკეთეს მომავალზე ოცნებობდა, ვერ გაემიჯნებოდა მას და მასთან ერთად იქნებოდა ყოველ მომენტში. სწორედ, მისი ასეთი განწყობა იყო იმის საწინდარი, რომ მან მოლბერტთან ჯდომას ბარიკადებზე დგომა არჩია და პარიზის კომუნარების გვერდით იბრძოდა. ხალხის წრიდან გამოსულს, ხალხისათვის არასოდეს არ უღალატია! ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1368 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

გუსტავ კლიმტი
(Gustav klimt) (14 ივლისი, 1862წ – 6 თებერვალი,1918წ)
ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი
და ვენის არტ-ნუვო (ასევე
მოდერნი,სეცისიონ) მოძრაობის
წევრი. მის მთავარ ნამუშევრებს
შორისაა ფერწერული
ტილოები,ფრესკები,სკეტჩები
და სხვა ხელოვნების ნიმუშები,
რომელთა უმრავლესობა გამოფენილია
ვენის სეციონ გალერეაში.
კლიმტის მთავარი სუბიექტი
ქალის სხეული იყო და მის
ნამუშევრებში ხაზგასმულია
გულწრფელი ეროტიზმი.მისი
გრაფიკული ნამუშევრები
(რომელიც მან დიდი რაოდენობით
შექმნა) საყოველთაოდ მიიჩნევა
მის უდიდეს დანატოვრად.

კლიმტის ნამუშევრები
გამოირჩევა მოკაშკაშე
ოქროსფერითა და ფერადი
დეკორაციებით რომელიც ფარავს
ნახატის უფრო ეროტიულ პოზიციებს
რაზეც დაფუძნებულია მისი
სემოქმედების დიდი ნაწილი
ეს შეიძლება დავინახოთ მის
ნახატებში: იუდით 1 ( Judith 1 ... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1872 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 


მის მშობლიურ ესპანეთში მეტად ბევრი კოცონი ენთო და ბევრი ორპირი მახვილი ილესებოდა. ტავრომარქია შორს სცილდებოდა ამ თავისებური ცირკის არენას. ლიტერატურა და ხელოვნება ჩლუნგ მონარქიასთან და შავ ინკვიზიციასთან ბრძოლაში იწრთობოდა, მაგრამ მათი მწვერვალები ელვარებითა და ფერთა სიუხვით გვაოცებენ.


გოია ოც წელს გადაცილებული იყო, როვა ესპანეთიდან იეზუიტების განდევნა მოხერხდა(ინკვიზიციის კლასიკურ ქვეყანაში ფრანგ განმანათლებელთა იდეები იჭრება , არსდება ეროვნული აკადემია. მან ხელი შეუწყო ხელოვნების ახალ აღმავლობას.


1700 წელს კვდება უკანასკნელი ჰაბსბურგი, გონება სუსტი კარლოსი და ტახტზე ადიან ბურბონები.ოქროს საუკუნეს სცვლის რკინის საუკუნუნე. ეროვნული ხელოვნება პროკრუსტეს სარეცელზე წევს.ამ მოდუნების შემდეგ გამოდის ცეცხლოვანი ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს. სწორედ ისაა ესპანეთის მემკვიდრე.


... კითხვის გაგრძელება »
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 1745 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

 
 | ავტორი : geofresh | ნანახია : 2204 [ 0 ] | |  სრულად ნახვა |
 

« 1 2 ... 32 33 34 35 »

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0